სიახლე 

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა 20 07 20

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი ფოთი-ხობი-სენაკი – ირაკლი ხახუბია აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ – ალექსანდრე მოწერელია, დღესვე ირაკლი ხახუბიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : “მინდა მადლობა გადავუხადო პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს ნდობისთვის. ვიყო ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს უდიდესი პასუხიმგებლობა და პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს მხარდაჭერისთვის. მაქსიმალურად ვიქნები ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული ყველა იმ პროექტის და პროგრამის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული 20 07 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, იგი აზერბაიჯანის მოქალაქეა. პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს 20 07 20

ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის დროს დაზიანებული გზების ხელახლა დაგების პროცესი ხორციელდება. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზა რეაბილიტირდება. ასფალტის საფარი 50-ზე მეტ ქუჩაზე დაიგო. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 07 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 18ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ დაჰქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26 ° +28°; ღამით: +22° +24° იქნება. 19ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +28° +30° ; ღამით: +22° +24°.

იხილე მეტი
სიახლე 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხობში ფერმერებს შეხვდა 17 07 20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობში ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული იქნება. ლევან დავითაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი თოდუა, სოფელ ახალ ხიბულაში, კობა შონიას თხილის ბაღშიც იმყოფებოდნენ. სადაც ფერმერს 2 ათას ძირამდე თხილი აქვს გაშენებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 17 07 20

ფოთელი ლეიბორისტი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია კვლავ არ მიმდინარეობს. ის ასევე ქალაქის დატბორვის, მოუწესრიგებელი კანალიზაციის და სხვა საკითხებსაც შეეხო.

იხილე მეტი

„კურსორის“ გამოშვების.სტუმარია ნათია კუპრაშვილი 16 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი, რომელიც “კოვიდ-19”-ის პანდემიის პირობებში რეგიონული მედიის მუშაობის შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი