„კურსორს“ სპეც.გამოშვების სტუმარია ელენე წოწონავა 02 07 20

20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, კოვიდ-19 -ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგძლივი შესვენების შემდეგ, საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 10 უძლიერესი ქალი: 8 საერთაშორისო დიდოსტატი, 1 საერთაშორისო ოსტატი და 1 ფიდეს ოსტატი. აღსანიშნავია რომ მონაწილეთა შორისაა ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, ფიდეს ოსტატი – ელენე წოწონავა, რომელიც დღეს “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია

იხილე მეტი
სიახლე 

თურქი ბიზნესმენი „ტაჰალ“ გრუპის წინააღმდეგ 02 07 20

ფოთში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტაჰალ გრუპ“ -ს თურქეთის მოქალაქე თემელ თურანი მისი კუთვნილი წყლის ტუმბოების თაღლითური გზით მითვისებაში სდებს ბრალს. ადვოკატის განცხადებით თემელ თურანმა, ასევე თურქეთი მოქალაქე ორჰან აბსუნის თბილისში რეგისტრირებულ ფირმა შპს „აქს ვორქს“-ს ხელშეკრულებით, 9 თვის ვადით, ზემოთაღნიშნული ტუმბოები მიაქირავა, რის შესახებაც „ტაჰალ გრუპის“ ხელმძღვანელობაც ინფორმირებული იყო. მიუხედავად ამისა მოხდა იჯარით აღებული სატუმბი პომპების გაყალბებული საბუთებით შპს „აქსვორქს“-ზე გადაფორმება და შემდგომ მისი „ტაჰალ გრუპზე“ გასხვისება.თემელ თურანმა პროკურატურას მიმართა და საქმის სწრაფად გამოძიების იმედი აქვს,ჩვენი გადამღები ჯგუფი ცდილობს დაუკავშირდეს მეორე მხარეს და მათი პოზიციაც შემოგთავაზოთ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვინდსერფინგის ჯგუფი გაიხსნა 02 07 20

მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით და აფროსნობის კლუბის ხელშეწყობით ფოთში ვინდ სერფინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმარონ ახალი სახეობის ათვისებაში და მის განვითრებაზე იზრუნონ , იგეგმება სკოლის გახსნაც, იდეის ინიციატორთა აზრით ეს ტურისტების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს ირაკლი ლაშხიას შეფასებით ფოთის სანაპირო მეზობელ ქობულეთთან და ბათუმთან შედარებით ვინდ სერფინგისთვის უკეთესია , რაც ამ სახეობის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვის სინჯების კვლევის პასუხები ცნობილია 02 07 20

საზღვაო სეზონის დაწყებასთან ერთად, ლაბორატორიული კვლევის ცენტრი ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგს აგრძელებს. დირექტორის, გია რუხაძის ინფორმაციით, ფოთის სანაპიროს ოთხი ადგილიდან განმეორებით აღებული წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევის პასუხები ცნობილია და ისინი შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნას. ქიმიურ და მიკრობიულოგიურ მაჩვენებლებში დარღვევას ადგილი არ ჰქონია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 29 წლის მამაკაცი მოათავსეს 02 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 29 წლის მამაკაცია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მისი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისათვის. პასუხი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 106 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 14 გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 255 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო ბაკურაძე 01 07 20

კურსორის ,,სპეციალური გამოშვების” სტუმარია კოლეჯ “ფაზისის” დირექტორი ნინო ბაკურაძე. რომელიც კოვიდ 19-ის პირობებში ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

დაკავება ფოთში 01 07 20

ჩვენი ინფორმაციით ფოთში მიმდინარე, საკნალიზაციო სისტემების მშენებლობის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ჰოლანდიური კომპანია “ტაჰალ გრუპის” პრესსამსახურის წარმოადგენელი ,სატელეფონო საუბარში დაკავების ფაქტს არ უარყოფს თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი შ.პ .ს “დასავლეთის წყალი” ფოთის ფილიალსაც დაუკავშირდა თუმცა იქ განგვიმარტეს რომ ფოთის ფილიალი “ტაჰალ გრუპის” ზედამხედველობასთან კავშირში არ არის და საკონტროლო სამუშაოებს თბილისი ახორციელებს. ოფიციალურ უწყებას დაკავების შესახებ კომენტარი ამ დრომდე გაუკეთებია. თუმცა ჩვენი ინფორმაციით დაკავება ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

რა მდგომარეობაა ფოთის საგამოცდო ცენტრის მიმდებარედ 01 07 20

რამდენიმე დღეში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ის ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ტარდება. აბიტურიენტები წელს კოვიდ 19-ის პადემიის გამო გამოცდებს უჩვეულო გარემოში ჩააბარებენ. მათ გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამ შექმნილ პრობლემებს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილი გზებისგან შექმნილი დისკომფორტიც ემატება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ზედამხედველობის სამსახური მოვაჭრეების აქციას გამოეხმაურა 01 07 20

ეგრეთწოდებულ ,,საყველეში” მოუწესრიგებელი საკანალიზაციო არხის გამო ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საკანალიზაციო არხი გადავსებულია, რის გამოც წყალს არ ატარებს და აუტანელი სუნია, რაც დისკომფორტს უქმნის როგორც გამყიდველს ასევე მყიდველსაც. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ. თენგიზ შონიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ქალაქში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზეა დამოკიდებული რის შემდეგაც აღნიშნული საკითხი მოგვარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს COVID-19 არდაუდასტურდა 01 07 20

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული 31წლის მამაკაცის ანალიზის პასუხი ცნობილია მას კოვიდ-19 არ დაუდგინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან პისიარკვლევისთვის გაგზავნილი, 46 მედიკოსის ანალიზის პასუხი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი კლინიკის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 77 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 14. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 160 ნიმუში გამოიკვლიეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

იხილე მეტი