სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 9 პაციენტია მოთავსებული 05 05 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ამ დროისთვის კლინიკაში სულ 9 პაციენტი იმყოფება. მიმდინარეობს სამი პაციენტის დატესტვის პროცესი. ექვსი მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ამჟამად ფოთის ცხელების კლინიკაში იმყოფებიან 75 და 60 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და ცხრა თვის გოგონა ფოთიდან. გუშინდელი მონაცემებით კიდევ ერთი 87წლის კაცი დაემატა ლანჩხუთიდან. კლინიკაში იმყოფება წლის და 11 თვის ბიჭუნაც ფოთიდან. რეგიონის მაშტაბით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას 174 პირია თვითიზოლაციაში

იხილე მეტი
სიახლე 

15 ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა 04 05 20

გუშინ , პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19 საათზე 15-ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ყველა არხზე ერთდროულად გამოჩნდა წარწერა: “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”. იმავდროულად ანალოგიური წარწერები მაუწყებლების სოციალურ ქსელშიც განათავსდა,აღნიშნულის აქციის მნიშვნელობის შესახებ გავესაუბრეთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ჩვენს თანაქალაქელს ლაშა ზარგინავასაქციას სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაც შეუერთდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალიდან გარკვეულ საქმიანობებეზე დაშვებები განხორციელდება 04 05 20

საქართველოს მთვრობის განცხადებით ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით დასაშვები ხდება გარკვეული საქმიანონების განხორციელება . კერძოდ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე  ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სილამაზის სალონის წარმომადგენლები კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობენ 04 05 20

კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს სილამაზის სალონებმაც. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, კორონავირუსის გამო მათი სალონები  100%-იან ზარალზე გავიდნენ, რადგან შემოსავალი ყოველდღიურ სამუშაოზე იყო  დამოკიდებული. მთავრობის დადგენილებით სალონებმა  8 ივნისიდან  მუშაობას განახლებისას უნდა დაიცვან შემდეგი წესები : – უნდა შეიძნიოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები. – ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები. – კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე ექნებათ მოთავსებული. – აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში. –…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ბექა გუგუშვილი 04 05 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების პირველი სტუმარია ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი, რომელთანაც ცენტრის პრობლემებზე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სხვა აქტივობებზე  ვისაუბრებთ

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გიორგი მოისწრაფიშვილი 04 05 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების მეორე სტუმარია „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენრტის“ ხელმძღვანელი გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელიც კორონავირუსის გამო ცენტრში მიმდინარე პროექტების შეფერხებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

რეგიონული ტელევიზიების ვიდეოგზავნილი 4 05 20

რეგიონული ტელევიზიები, რომლებიც საგანგებო ვითარების დროს ყოველდღიურად მუშაობენ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, სოლიდარობის ვიდეოგზავნილს ავრცელებენ. TOK TV, ტელეკომპანია “რიონი“, ტელეკომპანია ბორჯომი, ტელეკომპანია “გურიაtv”/tv company – guriatv, მეცხრე არხი TV, მეცხრე ტალღა, ოდიში, Marneuli TV , TV 25, იმერვიზია, ტელეკომპანია გურჯაანი, TV ,,თანამგზავრი“, ტელეკომპანია “დია”, Mega Tv, ტელეკომპანია თრიალეთი

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 04 05 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით შაბათ კვირას მოსული ანალიზებით  დატესტილი ყველა პაციენტის პასუხი უარყოფითია. ესენი იყვნენ: 33 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან, 16 წლის გოგონა ლანჩხუთიდან,    42 წლის კაცი ფოთიდან, 49 წლის ქალი ოზურგეთიდან და სამი წლის ასაკის ორი  გოგონა ფოთიდან. ამჟამად ცხელების კლინიკაში სამი ახალი პაციენტია. ესენი არიან: 9 თვის გოგონა ფოთიდან,60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 35 წლის მამაკაცი ფოთიდან. სამივე მათგანს ცხელება აღენიშება.

იხილე მეტი
სიახლე 

პროდუქტების ფასების ზრდა ფოთელების უკმაყოფილებას იწვევს 01 05 20

მოსახლეობა ხშირად უჩივის ფასების, განსაკუთრებით კი პროდუქტების ფასების ზრდას. ზოგიერთ მათგანზე ფასმა 200%-თაც კი მოიმატა. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა ამ მხრივ ფოთში გამყიდველები ფასების ზრდას ეგრეთწოდებული „ასაღები“ ფასის მომატებით ხსნიან და აცხადებენ რომ ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად წიწიბურას და მაკარონის ნაწარმის შემოტანის ფასი იმდენადად გაიზარდა რომ მათი გაყიდვა შეწყვიტეს მოსახლეობის განცხადებით ფასების კატასტროფული ზრდის გამო მხოლოდ მინიმალური რაოდენობის პროდუქტის ყიდვას ახერხებენ . ეკონომისტები კი გულისწყრომას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ ხერხდება ფერმერების მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის თავისუფალი ტრანსპორტირება საქართველოს რაიონებს შორის, რაც ზოგგან მის გაფუჭება -გადაყრას, ზოგგან…

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმარია ფოთის სერვისების ცენტრის უფროსი 01 05 20

“კურსორის”  სპეციალური გამოშვების სტუმარის ფოთის სერვისების ცენტრის უფროსი ზვიად აფხაზავა, რომელიც  საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩატარებულ სამუშაოებზე   გვესაუბრება

იხილე მეტი