დღეიდან იუსტიციის სახლებმა მუშაობა განაახლეს 05 05 20
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დღეიდან გაიხსნა და მუშაობს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს მაშინ შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა გუშინ ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, ყველა გაიხსნა. ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება; -არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები; იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე ;მიიღებენ განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და…
იხილე მეტი