“კურსორის” სტუმარია ფოთის სერვისების ცენტრის უფროსი 01 05 20
“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარის ფოთის სერვისების ცენტრის უფროსი ზვიად აფხაზავა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩატარებულ სამუშაოებზე გვესაუბრება
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარის ფოთის სერვისების ცენტრის უფროსი ზვიად აფხაზავა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩატარებულ სამუშაოებზე გვესაუბრება
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 2 მაისს მოსალოდნელია ცვალდებადი მოღრუბლულობა. უმნიშვნელო ნალექი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13° +15°; ღამით: +11 +13 3 მაისს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი3-8მწ სიჩქარით ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18 +20 ; ღამით: +15° +17 იქნება.
იხილე მეტიფოთში, სისხლის უანგარო დონაცია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას გამოეხმაურნენ და აქციის ფარგლებში სისხლი გაიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა. აქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ორგანიზებით შედგა.
იხილე მეტიფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ერთი თვის ბიჭუნას ,, კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. მისი ანალიზის პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ამჟამად, ცხელების ცენტრში 48 წლის ქალბატონი იმყოფება. რომელიც შემოყვანილია ლანჩხუთიდან. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ახლა მიმდინარეობს მისი ბილოგიური მასალის აღების პროცესი რათა გაიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის , ნანა მხეიძის ინფორმაციით ამ კვირაში ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლუგარის ლაბორატორიაში 99 ფოთელი მედიკოსის ანალიზი გაიგზავნა. არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19″ არ დაუდგინდა. ,,მედიკოსების კვლევა გეგმიური ხასიათის იყო და პრევენციის…
იხილე მეტი„ ბრძოლა კოვიდ 19-თან და ევროკავშირი“ -ევროკავშირმა საქართველოს 182 მილიონი ევროს დახმარება უკვე გამოუყო – უახლოეს პერიოდში ევრო გაერთიანება საქართველოსთვის დამატებით 150 მილიონის დახმარების გაწევას გეგმავს – როგორ დაიხარჯება თანხა? -გვპასუხობს დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი -რა მითები ვრცელდება ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ევროკავშირის შესახებ ? როგორ ართმევს თავს პანდემიას ევროგაერთიანება? – გვესაუბრება კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში. მისივე ინფორმაციით, მომდევნო ათ წელიწადში ევროკავშირი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 3 მილიარდ ნახევარს გამოუყოფს; – ევროკავშირის დახმარებით ფოთის საკრებულო, სხდომების ონლაინ ტრანსლირებისთვის აღჭურვა…
იხილე მეტი„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებლის დირექტორი, ლია ეჯიბია, რომელიც სწავლის პროცესში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება.
იხილე მეტი„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა მხეიძე, რომელიც კოვიდ-19 ის პირობებში მისი სამსახურის საქმიანობაზე გვესაუბრება .
იხილე მეტი1 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით, თევზის ტოფობის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, პალიასტომის ტბაზე მოქმედებას იწყებს მკაცრი შეზღუდვები. ყველა საშუალებით თევზის მოპოვება, გარდა ანკესით სამოყვარულო თევზჭერისა, აკრძალულია. თუმცა კოლხეთის პარკის წარმომადგენლის განცხადებით, მომზადებულია დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტში შედის კანონპროექტი და სავარაუდოდ მომავალი წლიდან პალიასტომის ტბაში დასაშვები იქნება კეფალის მოპოვება მთელი წლის განმავლობაში. კოლხეთის პარკის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავონ პალიასტომზე თევზის მოპოვებისგან.
იხილე მეტიკორონავირუსის გავრცელებამ ქალაქის მოსახლეობის სოფლის მეურნეობით დაინტერესება გამოიწვია. მრავალი ადამიანი დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს , წინაპართ სახლკარს, ბევრმა საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის გარდა უფრო დიდი გეგმებიც დაისახა. ერთ-ერთია ახალგაზრდა ფერმერი აკაკი მალანია, რომელიც მშობლიურ ხობის მუნიციპალიტეტს პანდემიის შემდეგ დაუბრუნდა და სიმინდის, დაფნის და მოცვის მოყვანას გეგმავს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ხობის რაიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხელისუფლების ინფორმაციით ამდროისთვის მუნიციპალიტეტში დამუშავებულია 3000 ჰექტარი მიწა, რაც შარშანდელთან შედარებით 10-ჯერ მეტია.
იხილე მეტისაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას განცხადებით ქობულეთში ინფიცირებული ფოთელი პაციენტი, თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ბათუმში აგრძელებს. რაც შეეხება მისი ოჯახის სამ წევრს, მათ ხელმეორედ გაუკეთდა ანალიზი COVID-19-ზე და პასუხი უარყოფითია. ისინი უკვე ფოთში იმყოფებიან, ჩამოსვლამდე კი მათ საცხოვრებელ ადგილებს, პროფილაქტიკის მიზნით დეზინფექცია ჩაუტარდა.
იხილე მეტი