სიახლე 

საზეიმო წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში 07 04 20

ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ხარების სადღესასწაულო წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა -ვეცადოთ შევასრულოთ ყველა წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო. ასევე აღნიშნა რომ სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

იტალიაში შექმნილ მდგომარეობაზე ფოთელი ემიგრანტი მაია ხომერიკი გვესაუბრება 06 04 20

საქართველოს ათეულათასობით მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით საზღვარგარეთ იმყოფება. ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ისინი, განსაკუთრებით კი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ბევრი მათგანი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება. დღეს ჩვენ თანაქალაქელს მაია ხომერიკს დავუკავშირდით, რომელიც იტალიაში იმყოფება და იქ არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება ასევე ჩაგვერთვება იტალიის მოქალაქე ემილიო კაპელი მოგვიყვება თუ როგორ შეცვალა COVID19მა მისი ყოფა ცხოვრება, და რა გავლენა მოახდინა იტალიის ეკონომიკაზე. ინტერვიუ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზარი არ იხურება 06 04 20

ფოთის აგრარული ბაზარი ამ ეტაპზე ფუნქციონირებას აგრძელებს, ზუგდიდის და სენაკის ბაზრები კი დაიხურა. ამის შესახებ კომენტარი დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა. მისი განცხადებით ფოთში ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი ,,უნივერსამი“ , რომლის ადმინისტრაციამაც ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას და ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო 06 04 20

ფოთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება დაიწყო. გზის მორეცხვის სამუშაოებს ფოთის მერიის სერვისების ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც ჩაერთო. გზების სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

გუბერნატორმა ფოთის ცხელების ცენტრი დაათვალიერა 04 04 20

სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დღეს ფოთში, ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მან ცენტრი დაათვალიერა და და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ცხელების ცენტს 23პაციენტის მიღება შეუძლია. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით გუშინ სამართალდარღვევის 26ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება შემთხვევას რეგიონში ერთ ერთ მოქალაქეს რომელსაც დაუდასტურდა კორონა ვირუსი 27მარტს ჰქონდა კონტაქტი ზუგდიდში,ასევე წალენჯიხის რაიონის 2სოფელში. კონტაქტები უკვე გამოვლენილია და მოხდება მოქალაქეთა გადაყვანა კარანტინში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აგრარული ბაზრის მდგომარეობაზე და განაცხადა რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სენაკის აგრარული ბაზრის დახურვასთან დაკავშირებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო აქცია მოეწყო 03 04 20

დღეს ფოთშის საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელშიც ფოთელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. მათივე განცხადებით ეს გადაწყვეტილება შექმნილი რთული მდგომარეობიდან მიიღეს. ისინი სურსათით დაეხმარნენ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს. ორგანიზატორთა განცხადებით, მათი მიზანია დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც არა აქვთ სოციალური დახმარება ან სხვა სახის შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ფოთელმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში შექმნეს გვერდი ,,დავეხმაროთ ფოთელებს” -covid 19 , სადაც შეგიძლიათ ნახოთ მათი აქტივობა. ორგანიზატორთა განცხადებით ეს აქცია მომავალშიც გაგრძელდება. დღეისმდგომარობით ფოთელი ახალგაზრდები 11 ოჯახს დაეხმარა და მათი მიზანია ადამიანთა დახმარება იმ პრობლემის დაძლევაში, რაც შექმნა covid 19-ის გავრცელებამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 03 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 4 აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი. ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +10° +12 იქნება. 5 აპრილს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15°+17° ; ღამით +9° +11° იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

წუხელ ფოთში რეჟიმის დარღვევისთვის სამი ადამიანი დააჯარიმეს 03 04 20

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით გასულ ღამეს კომენდანტის საათის დროს 3მოქალაქე დააჯარიმეს რომელთაც დაეწერათ შესაბამისი ოქმები. მისივე განცხადებით განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი არ არ ჰქონია, და ქალაქში მიმდინარეობს მგზავრთა გადაადგილების მკაცრი კონტროლი ორივე ბლოკ-პოსტებზე და ყველა შემოსასვლელ გასასვლელში. ტარდება თერმოსკრინინგი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ქალაქის ცხელების ცენტრში მოთავსებული იქნა 3მოქალაქე რომელთაც კლინიკო-ლაბორატორიული დაკვირვება უტარდებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელთა აზრი კომუნალური გადასახადების სუფსიდირებაზე 02 04 20

საქართველოს მთვრობის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით , თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, ვინც თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­იხ­მარს 200 კი­ლო­ვატ­ზე ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და ასე­ვე, 200 მ3-ზე ნაკ­ლებ ბუ­ნებ­რივ აირს, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში – მარ­ტში, აპ­რილ­სა და მა­ის­ში სრუ­ლად და­უ­ფი­ნანსდება გა­და­სა­ხა­დე­ბი. თ როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას ფოთელები დეტალები ნახეთ სიუჟტში

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სკოლებში დისტანციური სწავლება ინერგება 02 04 20

მაშინ როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, განათლების სისტემა სასკოლო განათლების ახალ რელსებზე გადადის. მსოფლიო პანდემიის გამო დახურულმა სკოლებმა, მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე გავლენა რომ არ იქონიოს, ამისთვის მთავრობა დისტანციურ სწავლებას ნერგავს. ახალი ქართული პლატფორმის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება აქვთ ონლაინკლასში ერთდროულად ჩაერთონ. ფოთის 15-ვე სკოლაში საგაკვეთილო პროცესი რამდენიმე დღეა ვებ-კამერის მეშვეობით ხორციელდება. ფოთის განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა მოსწავლეებს არ აქვთ და ონლაინ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს . ონლიან სწავლება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებითაა შესაძლებელი. მათ შორის უკვე გამოჩნდა პირველ ქართული ალტერნატიული პლატფორმა feedc edu, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა.

იხილე მეტი