სიახლე 

ამინდის პროგნოზი 24 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 25 თებერვალს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა უმეტესად უნალექოდ, დრო გამოშვებით წვიმა. შესაძლებელია ელჭექი . ჰაერის ტემპერატურა დღისით: +6° +8° ; ღამით: +3° +5 °. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, სიჩქარით. 26 თებერვალს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა დღისით და ღამით უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით + 5 ° 7° °იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა გრძელდება 21 02 2

ფოთში საუკუნის პროექტად წოდებულ კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად ჰოლანდიური კომპანია ,,ტაჰალ გრუპი“ ახორციელებს. მან განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და 2018 წელს აზერბაიჯანული კომპანია ჩაანაცვლა, რომელმაც ვერ შეასრულა დაკისრებული სამუშაოები და ხელშეკრულება შეუწყდა. თუმცა მშენებლობის ვადების დარღვევის გამო „ტაჰალგრუპის“ მიმართაც, როგორც ხელისუფლების , ასევე მედიისა და არასამთვრობოების მხრიდან არაერთი პრეტენზი გამოითქვა. მოსახლეობის უკმაყოფილებას გადათხრილ ქუჩებში მოძრაობის გართულება იწვევს. განსკუთრებული პრეტენზიები ცენტრალური გზების გადაკეტვას მოჰყვება ხოლმე. ამჟამადაც, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, რის გამოც ქალაქის ცენტრსა და მალთაყვის რაიონს შორის მოძრაობა გაძნელებულია. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ წმინდა გიორგის ქუჩა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოში მესამე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 20 02 20

დღეს ფოთში საკრებულოს მესამე რიგგარეშე ხდომა გაიმართა. სადაც დეპუტატებმა 3საკითხი განიხილეს. საკრებულომ ფოთის ,,სპორტისა და ტურიზმის ცენტრს“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე,, მარტოწყალას“ ( ე.წ ,, გაზკანტორის ტბა“) და მიმდებარე ტერიტორია, სადაც თევჭერის ცენტრი უნდა მოეწყოს. საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა საკითხს ასოციაცია ,, თავისუფალი თაობისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 15წლის ვადით , მშვიდობის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი ,,ფსიქიატრიულის შენობის“ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია საკრებულოს წევრის მაია ჩხარტიშვილის მწვავე რეაქცია რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. საკრებულოს მორიგი სხდომა თებერვლის ბოლოს გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი პარტია „ქართული ფესვები“ დაფუძნდა 20 02 20

ფოთში, პარტია ,,ქართული ფესვები” დაფუძნდა. იდეის ავტორი და პარტიის დამფუძნებელი ამერიკაში მოღვაწე ქართველი, თენგიზ ოქროპილაშვილია. პარტიის დამფუძნებელი კრება ფოთის კულტურის სახლში გაიმართა. ყრილობაზე 301 დელეგატი დარეგისტრირდა. კრების თავმჯდომარემ ნოდარ ლიპარტელიანმა პარტიის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით პარტიის ფოთში დაფუძნება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ფოთი საქართველოს კარიბჭეა და საქართველოს აღორძინებაც სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ თენგიზ ოქროპილაშვილი ერთხმად აირჩია. დამფუძნებელ ყრილობას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, ნუგზარ კვაშალმა და ნუგზარ ერგემლიძემ თენგიზ ოქროპილაშვილის ამერიკაში წარმატებულ საქმიანობაზე და თანამემამულეთათვის მხარში დგომაზე ისაუბრეს. საპენსიო რეფორმის გატარება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობის განვითარება – ეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი კუნგფუისტების წარმატება 19 02 20

ფოთში უშუს სკოლა 4 წელია რაც ფუნქციონირებს. ამჟამად ის ქალაქის სპორტისა და ტურიზმის ცენტრში შედის. სკოლას დაარსებიდანვე ვასილ დუნდუა ხემძღვანელობს. აღსანიშნავია რომ შარშან ფოთელმა სპორტსმენებმა ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. სკოლის აღსაზრდელების აქტივში ასევე ირიცხება ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს მედლებიც. 15-16 თებერვალს უშუ-კუნგფუში თბილისის რიგით მეათე ღია პირველობა გაიმართა, სადაც ბრწყინვალედ იასპარეზეს ფოთის სკოლის წარმომადგენლებმა და 19 ოქროს 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოში უშუ-კუნფუს 3 ძირითადი მიმდინარეობაა. სამკურნალო უშუ, სპორტული-საჩვენებელი უშუ და საბრძოლო ხელოვნება. ფოთის სკოლაში სპორტულ-საჩვენებელ უშუს ეუფლებიან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექციები დასრულდა 19 02 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წმინდა ვლადიმირის სემინარიის პროფესორის, დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის საჯარო ლექციები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი არის წმინდა ვლადიმირის სემინარიის პროფესორი ეთიკის მიმართულებით და მაკმიურეის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით. მან ისაუბრა ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტის, ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობის და სოციალური მსახურების შესახებ. დასკვნითი შეხვედრა სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსებს მართლმადიდებლობაში დაეთმო. შეხვედრას სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებონენ. ლექცია-სემინარები ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სემინარიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი