სიახლე 

“ეს ქვეყანა შენია” მე-4 გადაცემა. ფოთი 12 02 20

პროექტ „ეს ქვეყანა შენია“-ს მე-4 გადაცემა. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. დღევანდელი გადაცემა მთლიანად ადვოკატირების თემას დაეთმო. რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა, როგორია სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მის მოგვარებაში ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ბლოკში სტუდიაში მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა და იურისტი მაია დარასელია, ხოლო მეორე ბლოკში „სამოქალაქო განთლებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი მოისწრაფიშვილი და სამოქალაქო აქტივისტი , იურისტი დავით შეროზია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრმა თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობისათვის სპექტაკლი გამართა 13 02 20

12 თებერვალს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებლის წინაშე ერთმოქმედებიანი კომედია აზიზ ნესინის- ,,მომკალ, მომკალ” წარმოადგინა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ : ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა.რეჟისორი: რამაზ იოსელიანია აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენიას“ მეოთხე გადაცემა გავიდა 13 02 20

ოთხშაბათს 12 თებერვალს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში პროექტ „ეს ქვეყანა შენიას“ მე-4 გადაცემა გავიდა. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. დღევანდელი გადაცემა მთლიანად ადვოკატირების თემას დაეთმო. რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა, როგორია სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მის მოგვარებაში ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ბლოკში სტუდიაში მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა და იურისტი მაია დარასელია, ხოლო მეორე ბლოკში „სამოქალაქო განთლებისა და ინტეგრაციის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს უკვე მეორე დღეა ქალაქ იაზდის დელეგაცია სტუმრობს 13 02 20

ფოთს სამუშაო ვიზიტით უკვე მეორე დღეა ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაცია სტუმრობს. დღეს ისინი ფოთის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა იაზდის დელეგაციის წევრებს ფოთის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს ირანის დელეგაცია სტუმრობს 12 02 20

ფოთს სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ იაზდის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იაზდის მერი_ ჯამალოდინ აზიზი ბონდარაბადი, მოჰამად იარმანდი, იაზდის რეგიონული საბჭოებისა და საქალაქო საქმეთა გენერალური დირექტორი და ელაჰე ჯურაბი_ ქალაქ იაზდის საკრებულოს წარმომადგენელი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუმრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი აჰმად ბადფა და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქალაქ ფოთისა და იაზდის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ეკონომიკურ, კულტურულ, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სამშობიარო სახლში ქალთა კონსულტაცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება 12 02 20

ფოთის 100 წლიანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე სამშობიარო სახლი, სადაც არაერთი სახელოვანი ექიმი მოღვაწეობდა და არაერთი საამაყო ფოთელი დაბადებულა, დღეს არ ფუნქციონირებს. ქალაქის ერთადერთი სამშობიარო სახლი 2002 წელს საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა, კოლექტივმა იძულებით შეიძინა და პროფილი შეინარჩუნა. სამედიცინო სფეროს სწრაფად განვითარდებამ და შესაბამისად მოთხოვნების გამკაცრებამ, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სამშობიაროს კოლექტივის ძალებს აღემატებოდა, სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლების შეჩერება გამოიწვია . ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ინვესტორთან- ქუთაისის სამშობიარო სახლ „ბომონდთან“ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და ფოთს მალე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ექნება, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაც მოეწყობა. ფოთის სამშობიარო სახლში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო 12 02 20

გასული წლის ბოლოს ფოთის საახალწლოდ მოსართავად ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 220 320 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებით მოირთო . ამჟამად საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. რამ გამოიწვია ამ სამუსაოების დაგვიანებით წარმოება ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. აღსანიშნავია რომ საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის ფოთის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე ყველაზე ცოტა თანხა დახარჯა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 10 დღეზე მეტია 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ 11 02 20

ფოთში 10- დღეზე მეტია 32 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და ის 31 იანვარს მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან გავიდა, თუმცა მისი კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში მდინარე რიონზე არსებულ ხიდთან, მიტოვებული იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემოსვანეთის და თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მმაშველთა ჯგუფები. შშს-ში აცხადებენ რომ საქმე აღძრულია სსკ-115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი