“თეთრი ხალათების” აქციას ფოთელი ექიმები შეუერთდნენ 18 11 19
„თეთრი ხალათების“ აქციას ფოთშიც შეუერთდნენ. ახალგორში, პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ევექსის ფოთის ჰოსპიტალში, ისევე როგორც საქართველოს 6 რეგიონში 12:00 საათზე, 5 წუთიანი მდუმარე აქცია მოეწყო. აქციას ასევე შეუერთდნენ კლინიკა იკამედის თანამშრომლები, რომლებმაც ანალოგიური აქცია მოაწყვეს. შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, დააპატიმრეს. 15 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მას “საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმ-ტრავმატოლოგი ახალგორის ტერიტორიაზე პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით გადავიდა.
იხილე მეტი