სიახლე 

ფოთის მერმა, მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა 13 01 22

11 იანვარს, ფოთის მერმა, მერიის ახალი თანამშრომლები წარადგინა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს გვანცა გვაძაბია, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურს გიორგი თოლორდავა უხელმძღვანელებს. გვანცა გვაძაბია პროფესიით მედიაკომუნიკაციის სოციოლოგია. მას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლის დეკემბრიდან გახლდათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი,როგორც ის ამბობს, აღნიშნული თანამდებობა მისთვის  ძალიან საპასუხისმგებლოა და სასიხარულოა. შეგახსენებთ,რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად გიორგი თოლორდავა დაინიშნა, ის საჯარო მმართველობის მაგისტრანტი გახლავთ და  სხვადასხვა დროს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში იყო დასაქმებული

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 12 01 22

ღორის გული ადამიანის ორგანიზმში – სტუდია ვაშინგტონი პირველად ამერიკელმა ექიმებმა ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს. გაგაცნობთ პაციენტს და ექიმთა გუნდს, რომელმაც ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ქვეყანაში ომიკრონის შტამის შემთხვევებმა იმატა 12 01 22

47 გარდაცვლილი და 5 596 ინფიცირებული – ბოლო 24 საათის სტატისტიკა ასეთია. ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. ფოთის ეპიდემიოლოგის,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო ჭანტურიას განცხადებით ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და როგორც კორონა ვირუსის პირველადი ასევე ომიკრონ შტამისგან თავის დასაცავად უპირობო გზა ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა. ეპიდემიოლოგი ფოთის მოსახლეობას, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია,რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, დამატებითი ზომების მიღება დაიწყო, მიმდინარე კვირას არსებულს კოვიდ საავადმყოფოებს კიდევ 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160-მდე ოჯახს სახლებს შეუსყიდიან 12 01 22

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას განცხადებით: პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა და ეკომიგრანტები ამ ცვლილებით ისარგებლებენ.აღსანიშნავია რომ ეკომიგრანტ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლი შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“-ს სტუმარია ნინო ჯაკონია 12 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია:ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსი ნინო ჯაკონია, რომელიც კონკურსის – ,,ჩემი ქალაქის ევროპული საათი’’ -ის შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

საკადრო ცვლილებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 11 01 22

“ნაციონალურ მოძრაობაში” სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდაპარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა,შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო.პარტიის გენერალური მდივანი კი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილ გახდა.ოპოზიციური პარტია ცვლილებებს პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებითა და გაჯანსაღებით ხსნის.მმართველი გუნდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებებს, შიდა პარტიულ დაპირისპირებებს უკავშირებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და ფოთის საკრებულოს წევრს, ანა ჯოჯუას ვესაუბრეთ,მისი თქმით აღნიშნული ცვლილებები პარტიის გაძლიერებისკენაა მიმართული და არანაირ შიდა დაპირისპირებას არ აქვს ადგილი, ამასთან რეგიონებში,კერძოდ ფოთში სტრუქტურული ცვლილებები,ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ,რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” საკადრო…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“-ს სტუმარია თამარ ფაჩულია 11 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია : ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მენტორი მასწავლებელი, ფოთის მოსამზადებელი სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი,თამარ ფაჩულია, რომელიც ფოთში მის მიერ დაარსებული მოსამზადებელი სკოლის, და იქ მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი

„კურსორი“- ს სტუმარია ზურაბ ტიბუა 10 01 22

,,კურსორი” სტუმარია : ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, რომელიც ფოთში, 2022 წელს გასახორციელებელ გეგმებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,საახალწლო-საშობაო ღონისძიება ჩატარდა 10 01 22

ფოთში 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, საახალწლო-საშობაო ღონისძიება ჩატარდა,რომლის ფარგლებშიც, ფოთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები ინსტალაციები,საახალწლო სოფელი, საშობაო ბაზრობები , საბავშვო გასართობი სივრცეები და საზემოდ მორთული 23 მეტრი სიმაღლის ნაძვი. ქალაქში საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო, ,მოხეტიალე მუსიკოსებმა ფოთელებს ახალი წელი საშობაო ქარავანით მიულოცეს,ქალაქში მცხოვრებ პატარებს კი თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა,სცენაზე ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები გაიმართა,საღამოს კი ფოთელების წინაშე ჯგუფი ბანი წარდგა. საახალწლო ღონისძიება მოგვიანებით, ფოიერვერკით დასრულდა.ცნობილია,რომ ქალაქში მოწყობილი საახალწლო-საშობაო ინსტალაციები, 20 იანვრამდე იქნება განთავსებული.

იხილე მეტი