სიახლე 

მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა 13 12 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა.,,თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი, მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადამისი თქმით, მღვდელმთავრის არასასურველ კონტექსტში მოხსენიება მოსაწონი არ არის. მეუფე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება სინოდის პრეროგატივაა.შეგახსენებთ რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, სინოდურმა კომისიამ მღვდელმსახურება აუკრძალა, დეკანოზი სინოდური კომისიის წევრებს რჯულის კანონის უცოდინარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 13 12 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.16 დეკემბერს ქარი ჩადგება. 17-დან კი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობებში იწვიმებს, ხოლო მთასა და მაღალ მთაში გათოვდება,ზოგან ძლიერად.ფოთში 14 დეკემბერს ძირითადად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14+16 გრადუსი,ხოლო ღამით , +8 +10 გრადუსი იქნება. 15 დეკემბერს დღისითა და ღამით უმეტესად მოღრუბლული ამინდი გველოდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17, ხოლო ღამით +10 +12 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გამართა 10 12 21

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ მიზანს სოფლებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება და აცრილთა სტატისტიკის გაზრდა წარმოადგენს.ცნობილია, რომ გურიის რეგიონში იმუნიზაციის ცენტრებში, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა,როგორც ჯანდაცვის სექტორში აცხადებენ, აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულმა ფინანსურმა ღონისძიებამ განაპირობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ლიტერატურული სალონი 30 დეკემბერს სახალწლო ღონისძიებას გამართავს 10 12 21

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2017 წლიდან ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე“ ფუნქციონირებს, რომლის შექმნაც ახალგაზრდებისთვის ახალი და საინტერესო სივრცის შექმნას ისახავდა მიზნად. სალონმა 2017 წლიდან დღემდე არაერთი პროექტი შექმნა. განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ჩვენ ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელს ,ირმა კეკელიძეს ვესაუბრეთ, როგორც მან აღნიშნა ამ წლების მანძილზე არაერთი პროექტი გახორციელდა, პირველი ეს იყო გზავნილი სივრცეში ,,ეს ჩემგან“ რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე კინო პოეზია და ამ დროსთვის მიმდინარე პროექი ,,მახსოვს“ აღსანიშნავია რომ ლიტერატურული სალონი 30 დეკემბერს სახალწლო ღონისძიებას გამართავს.

იხილე მეტი

დღეს ფოთში ,,საქართველოს ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 10 12 21

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დღეს ფოთში ,,საქართველოს ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო, ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი პოსტერების გამოფენა და მოიხატა ასფალტი თემაზე ,,ხმას ვიმაღლებ ადამიანთა უფლებების დასაცავად“ აღსანიშნავია რომ, ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება, რომელშიც ფოთის ,,ქალთა საბჭო”აქტიურად ჩაერთვება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არსებული ეპიდვითარება კვლავ მძიმეა 09 12 21

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქალაქში არსებულ ეპიდ ვითარება, ეპიდემიოლოგმა ნინო ჭანტურიამ შეაფასა. მისი განცხადებით მდგომარეობა საყურადღებოა, მითუმეტეს მაშინ, როცა გრიპის სეზონია და შესაძლოა კოვიდ 19-ის და გრიპის თანხვედრა მოხდეს.,, გასულ კვირას თუ გადავხედავთ ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 72 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნამდვილად საყურადღებოა’’ განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ჭანტურიამ.აღსანიშნავია რომ, ფოთში გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს , აცრები გაკეთდა ბავშვებსა და ხანდაზმულებში. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ დისტანციის დაცვისკენ და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის სპონსორობას განაგრძობს 09 12 21

ლიბერთი ბანკსა და ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმით პარტნიორობა 2022 წელსაც გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში ბანკი კლუბს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს და შესაბამისი სავარჯიშო პირობების მოწყობაში დაეხმარება.

იხილე მეტი
სიახლე 

უსტატუსო პედაგოგები იანვრიდან სკოლებს დატოვებენ 08 12 21

განათლების სამინისტროს განცხადებით: საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ გააჩნიათ იანვრიდან სკოლას დატოვებენ, მათ შრომოითი ხელშეკრულება დეკემბრიდან შეუწყდათ. ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით : საუბარია იმ პედაგოგებზე, რომლებმაც საგნობრივი კონპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს და ამის შესახებ თითოეული მასწავლებელი ინფორმირებულია. ცნობილია,რომ ფოთში 20-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, რომლებმაც სტატუსის ამაღლება ვერ შეძლეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ანსამბლი “იაგუნდი”- ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა 08 12 21

2021 წლის 5 დეკემბერს თბილისში “არტ ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი “მომავლის ვარსკვლავები” ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფოთის ფოლკლორის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “იაგუნდი”-მა. ანსამბლი ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა. ანსამბლის ხელმძღვანელის დარეჯან ჩოჩიას განცხადებით : მიღწეული წარმატება ძალიან სასიხარულო და საამაყოა. აღსანიშნავია რომ ანსამბლი , იაგუნდი” კონკურს-ფესტივალ ,,ზამთრის ზღაპარი ბათუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ქალთა საბჭო ‘’ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, კამპანიაში ჩაერთო 07 12 21

25 ნოემბრიდან ,მსოფლიოს მასშტაბით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მიმდინარეობს,რომელშიც საქართველოს,კერძოდ ფოთის ,,ქალთა საბჭოს ‘’ ორგანიზაციაც ჩაერთო. დღეს მერიის სხდომათა დარბაზში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,ქალთა საბჭოსა და ქალთა კლუბი”-ს ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. მოეწყო ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში“ ჩვენება და შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიამართა. განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და პრობლემის გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს ,,ქალთა საბჭოს’’ წევრებმა, საზოგადოებას ჩართულობისა და ძალადობის აღკვეთისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. აღსანნიშნავია, რომ ორგანიზატორთა განცხადებით კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

იხილე მეტი