მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება 08 11 21
ჭყონდიდის მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. ბერებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს და ადგილზე რჩებოდნენ. 3 ნოემბერს მათ საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ შეეწყვიტათ “საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა”. წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერდა. ბერებმა ისევ უარი თქვეს ტერიტორიიდან გასვლაზე,რასაც რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.,,მძიმე სურათია და ვფიქრობ, რომ ალბათ, თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს ის რაც ხდება, თუმცა გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც ღებულობს’’ – ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.მისი თქმით, ბევრ ეპარქიაში…
იხილე მეტი