ფოთში სუპერმარკეტი კარფური გაიხსნა 17.02.21
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი ფოთში გახსნა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მშვიდობის ქუჩა #2-ში განთავსებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე Poti Mall -ი 3000 კვადატულ მეტრს მოიცავს და საკუთარ სივრცეში მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ფოთში სავაჭრო ცენტრის გახსნით ჯამურად 150-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. კარფურის ახალი ფილიალი, ფოთი მოლში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, 9:00 დან ღამის 19:30 – საათამდე მოემსახურება. ბრენდის გაფართოებამ, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მზადყოფნას, გაზარდოს ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული, ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, კომფორტული…
იხილე მეტი