სიახლე 

ზუგდიდში „ლიბერთი პარტნიორის“ პრეზენტაცია გაიმართა 13 04 22

გახდი „ლიბერთი პარტნიორი“ – პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში. ზუგდიდში „ლიბერთი პარტნიორის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლებს დამატებითი შემოსავალი, სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია, თავისუფალი სამუშაო გრაფიკით, გამოიმუშაოს. სტუდენტებისთვის ეს კარიერული წინსვლის და ლიბერთი ბანკში დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა.

იხილე მეტი
სიახლე 

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი დააზიანა 13 04 22

საქართველოში უამინდობა გრძელდება, შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა პრობლემები შექმნა ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე, დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო გზა,რომელიც ქვა-ღორღით დაიფარა . ზღვის ტალღებმა სასეირნო ბილიკებსა და სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქვიშა და ნაგავი ამოიტანა.სინოპტიკოსების ცნობით ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა კვლავ გაგრძელდება, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 0, -1, გრადუსამდე დაეცემა, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩაზე, სამხატვრო- სახელოსნო გაიხსნა 12 04 22

ფოთში,ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩაზე, სამხატვრო- სახელოსნო გაიხსნა,რომელსაც მხატვარ-ფერმწერი ამირან კუპრავა ხელმძღვანელობს.სახელოსნოს შექმნის მიზანი მხატვრობით დაინტერსებული ახალგზრდებისთვის ფერწერის შესწავლაა. აღსანიშნავია რომ ამირან კუპრავა 20 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა,ახლა კი ფოთში მამისეულ სახლში დაბრუნდა და ქალაქთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.მხატვარი ფოთში, გერმანელ კოლეგებთან ერთად, პლენერის ჩატარებას აპირებს,ამასთან იგეგემება არაერთი ღონისძიება, რომლის მიზანი ფოთში მხატვრობის კულტურის დამკვიდრებაა. როგორც ამირან კუპრავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ფოთში არის რესურსი იმისათვის რომ შეიქმნას მონუმენტური ხასიათის ნამუშევრები. ცნობისთვის, მხატვრის, ამირან კუპრავას ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი, ჭაბუკ მოკრივეთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა 12 04 22

5-10 აპრილს, ქალაქ ფოთში საქართველოს ჩემპიონატი 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა შორის გაიმართა,რომელშიც 146 მოკრივე,მათ შორის 139 ვაჟი და 7 გოგო მონაწილეობდა. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. აღსანიშნავია,რომ ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა წონით კატეგორიებში, მათ შორის ფოთის კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენებმა. .აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მეორე სკოლის სპორტ დარბაზში, სპორტის სამსახურის წარმომადგენლებსა და გამარჯვებულებს შორის,შეხვედრა გაიმართა,მათ სამომავლო გეგმებზე და აღნიშნული სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ საქართველოს ჩემპიონატი კრივში, ყოველწლიურად იმართება, გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები, სიგელებით მედლებითა…

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი პარტნიორი“ 12 04 22

„ლიბერთი პარტნიორი“ – ეს არის თავისუფალი სამსახური, რომელიც ფინანსურ შემოსავალთან ერთად, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას ჰქმნის. პროგრამაში ჩართვა ნერბისმიერ მსურველს შეუძლია, მიუხედავად ასაკის, სქესის, სამუშაო გამოცდილებისა და განათლებისა. დაინტერესებულმა პირებმა ეწვიეთ ბანკის ონლაინ პლატფორმას www.libertypartners.ge.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 12 04 22

“იარაღი, იარაღი და იარაღი” – ესეთია კიევის მოთხოვნა ბრიუსელის მიმართ. ამ ფონზე, უკრაინელები კიევთან ახლოს ქალაქ ბოროდიანკას ასუფთავებენ, ქალაქი რუსულმა ცეცხმა მიწასთან გაასწორა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 12 04 22

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა “Ukrposhta“ აქვეყნებს. ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. „უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი – 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთმა დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა

ფოთმა, დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს 15 რეგიონიდან – 600 მდე მოსწავლე მონაწილეობდა.ფესტავალის ფარგლებში 9, 11 და 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებმა. ორ-ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. სამივე კატეგორიაში ფოთელი მორაგბეებიც ასპარეზობდნენ,მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრებით გადაეცათ.ფესტივალის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგელებთან ერთად, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და ვიცე პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ესწრებოდნენ.ასევე იმყოფებოდნენ, ფოთში ცნობილი მორაგბეები მამუკა გორგოძე, გია ლაბაძე, დავით კაჭარავა და გიორგი ნემსაძეაღსანიშნავია რომ, სეზონის ბოლოს, სარაგბო ფესტივალის დახურვას, კვლავ ფოთი უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვებული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა 11 04 22

საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვებული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა. აღსანიშნავია რომ ჰუმანიტარული ტვირთი ფოთში დასაწყობდა,მოგვიანებით კი ,,საქართველოს ფოსტის” დახმარებით უკრაინაში გაიგზავნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, არა მალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვა მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდიდან, ასევე საჯარო მოხელეების, მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის შემოწირულობებით მოხდა. აღნიშნული,პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის საგამოფენო დარბაზში შეხვედრა გაიმართა 08 04 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში, რამდენიმე დღეა მხატვარ მაია გერსამიას ნახატების გამოფენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ფოთის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ მხატვრის შემოქმედებას გაცნობოდნენ, შეერჩიათ სასურველი ნახატი და ორიგინალიდან გადმოხატვა შეესრულებინათ.დღეს გამოფენა მოსწავლე -ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატებით დაიხურა . შეხვედრა გაიმართა მხატვარ მაია გერსმიასთანაც, ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი