სიახლე 

ფოთში გზების რეაბილიტაცია გრძელდება 28 05 21

ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 5 ქუჩის ფალიაშვილის ქუჩის , გორგასლის ქუჩის, სააკაძის ქუჩის კ.გამსახურდიას ქუჩის და ეგ.ნინოშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ. . ინფრასტრუქტურის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 000 000 ლარია. სატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადაა 2021 წლის 6 ივლისია. გზების რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 5 თვეში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 13 შემთხვევა დაფიქსირდა 28 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კითხვაზე, ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია შემოსული იცავს თუ არა ინდური შტამისგან, მან აღნიშნა რომ : „ამ ეტაპზე ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლებს მიერ, ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ დღეს მსოფლიოში, მათ შორის არის კვლევები „სინოფარმზეც“, „სინოვაკზეც“, „მოდერნაზეც“, „ფაიზერზეც“ თვითონ ინდოეთის გამოშვება ვაქცინაზეც“. კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,…

იხილე მეტი
სიახლე 

აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ფოთში 28 05 21

დღეს ფოთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის,განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ 21-ე საჯარო სკოლას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესტუმრა, ხოფერიამ კურსდამთავრებულებს, სწავლის დასრულება მიულოცა და სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. „ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე  12 საჯარო სკოლა გვაქვს და განსაკუთრებულად მინდოდა ფოთის  შეხვედრა ყოფილიყო გამორჩეული. პანდემიის გამო ბოლო ზარი უჩვეულო ამპლუაშია, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან ლამაზი და კარგი სანახავი იყო“-აღნიშნა მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ეკა ხოფერია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა თორმეტივე  სკოლას ესტუმრა .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საკრებულოს მე-7 გეგმიური სხდომა გაიმართა 28 05 21

დღეს, ფოთში საკრებულოს მე-7 გეგმიური სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. სხდომა სიტყვიერი   ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტების წარმომადგენლებმა პრეტენზიები წამოაყენეს თითქმის ყველა საკითხთან  დაკავშირებით,ძირითადად კი ზედამხედველობის სამსახურის  უფროსის,ანგარიშის მოსმენისას.აღსანიშნავია, რომ  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 26 აპრილს პეტიცია, რომელიც ფოთში ველობილიკის მოწყობას უკავშირდება,  საკრებულომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხიდან , საკრებულომ 6 დადებითად,ხოლო 2   ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 1 საკიხთი კი არ დააკმაყოფილა

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 05 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს. 29 მაისის მონაცემებით. ფოთში  შაბათს, 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16 გრადუსი, +18 გრადუსი: ღამით: +15 გრადუსი, +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, დღის პირველ ნახევარში კი უნალექობა . 30 მაისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი, +21 გრადუსი, ხოლო ღამით +16 გრადუსი, +18 გრადუსი იქნება. დღის დასაწყისში და ღამის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექობაა მოსალოდნელი, 31 მაისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი,…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 10 შემთხვევა დაფიქსირდა 27 05 21

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Sinovac-ის ავტორიზაციის ოფიციალურ დოკუმენტს, სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მან ასევე განმარტა, რა ვაქცინები შემოვა საქართველოში ზაფხულში. მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა გავუზიაროთ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანდჟეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ამით პოლონეთი ქართველ ხალხს თავის მეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენებს. კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის, სენაკისა და აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა 27 05 21

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ეწვია.სტუმრობისას მინისტრმა თეატრის შენობა, დაათვალიერა  შემდეგ კი,  საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს და ფოთის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდა,შეხვედრაზე  შედგა შეთანხმება, რომ ფოთის მერია, რომლის ბალანსზეც არის თეატრის შენობა, ხელს შეუწყობს შენობის რეაბილიტაციის პროექტს, რათა უახლოეს პერიოდში შეიქმნას შენობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი,რომელმაც თავდაპირველად უნდა გაიაროს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ფოთის თეატრის  დასს მისივე შენობაში დაბრუნების და მუშაობის საშუალება მიეცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის…

იხილე მეტი