სიახლე 

აკაკი ყალიჩავამ მსოფლიო ჩემპიონატის ონლაინ საგზური მოიპოვა 19 05 21

ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 18 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებით დაასრულეს. 18 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ აკაკი ყალიჩავამ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით მოიპოვა. 18 წლის გოგონათა შორის მე-3 საპრიზო ადგილს დიანა ლომაია დაეუფლა. ასევე კარგად იასპარეზეს ელენე წოწონავამ და ანა სანიკიძემ. ელენე 18 წლის გოგონათა შორის მე-4 იყო. ხოლო 14 წლის გოგონათა შორის კი მე-5 ადგილი ანა სანიკიძემ დაიკავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის საჭადრაკო კლუბში იმყოფებოდა. ი შეგახსნებთ,,რომ აღნიშნული წარმატებით აკაკი ყალიჩავამ მსოფლიო ჩემპიონატის ონლაინ საგზური მოიპოვა…

იხილე მეტი
სიახლე 

აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით დევნილი მოზარდებისთვის ღონისძიება გაიმართა 19 05 21

ქალაქ ფოთში, დევნილთა დასახლებაში (გაგრის და აფხაზეთის ქუჩა) აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით  დევნილი მოზარდებისთვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები  ანიმატორებმა, „დისნეის“ და „მარველის“ გმირებმა, ილუზიონისტებმა და თოჯინებმა გაართეს გასართობი პროგრამა მოიცავდა ცეკვას, სიმღერას, ბოდი არტს და სხვადასხვა საბავშვო თამაშებს. ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით და დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები. 23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით ეს დღე „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა. 2014 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთობის“ დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 20 შემთხვევა დაფიქსირდა 19 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის , ივანე ჩხაიძეს განცხადებით საქართველომ სავარაუდოდ მესამე ტალღის პიკი უკვე გაიარა. „დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს. საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი პარასკევს, 21 მაისს ამოქმედდება. მისი გამოყენება კი ორშაბათიდან 24 მაისიდანაა დაგეგმილი. ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. იმუნიზაციის პროცესში 100 000…

იხილე მეტი
სიახლე 

ეიპიემ ტერმინალს ფოთი 10 წლის გახდა 18.05.2021

ეიპიემ ტერმინალსი საქართველოში უდიდესი მრავალმიზნობრივი, ფოთის საზღვაონავსადგურის ოპერირებას 2011 წლის მაისიდან შეუდგა. გასული ათი წლის განმავლობაში, ფოთისსაზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა დამოდერნიზაციის კუთხით განხორციელდა 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიცმიმართული იყო მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის, სანავსადგურეფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო გზების განახლებაზე.პარალელურად, გატარდა არაერთი მრავალმხრივი ცვლილება ოპერაციების უსაფრთხოებისა დაეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. შედეგად, გაიზარდა ნავსადგურის საოპერაციო მოცულობა;დღესდღეობით, ნავსადგური ოპერირებს გლობალური საოპერაციო და უსაფრთხოების საუკეთესოპრაქტიკის შესაბამისად, და რაც მთავარია, მომხმარებლებზე ორიენტირებულობამმნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ნავსადგურის მომსახურებებით მოსარგებლე მხარეებისკმაყოფილების ამაღლების მხრივ.მაერსკის გლობალური სტრატეგიის კვალდაკვალ, ეიპიემ ტერმინალს ფოთს საქართველოსეკონომიკური განვითარების…

იხილე მეტი
სიახლე 

18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება 18 05 21

18 მაისს ,საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღე  აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.  მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც დღემდე  ყოველდღიურობაში ინარჩუნებს ეროვნულ სამოსს,არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ეროვნული სამოსი სამუზეუმო ექსპონატად უქცევიათ და მხოლოდ განსაკუთრებულ დროს გამოამზეურებენ ხოლმე,სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება საქართველო.დღეს ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში ,ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა კუთხის დამახასიათებელი სამოსი. რთული პანდემიური ვითარების გამო, გამოფენას დამსწრეები არ ჰყოლია, ის ონლაინ ფორმატში გადაინაცვლებს და ნამუშევრები ინტერნეტსივრცეში განთავსდება. როგორც სამხატვრო,სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგმა მაია გვასალიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა : ,,…

იხილე მეტი
სიახლე 

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება 18 05 21

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.1977 წელს, მუზეუმების საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე ,საბჭოთა დელეგაციის ინიციატივით, ამ პროფესიული დღის დაწესების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.1978 წლიდან კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს მუზეუმებში ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა.თუმცა უკვე მეორე წელია, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მუზეუმებში,მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება.აღნიშნულ თემაზე ჩვენთან ინტერვიუში, ,,ფოთის კოლხური მუზეუმი’’-ს მმართველმა ელენე გაბლიანმა ისაუბრა.აღსანიშნავია,რომ ,,ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი’’ ყველა ვიზიტორს,მუზეუმის ორი საგამოფენო სივრცის დათვალიერებას, უფასოდ სთავაზობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმოძრავებს 18 05 21

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე,  მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება. ფოთში, მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები) მგზავრებს  21:00 საათამდე  მოემსახურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ფოთის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.ღსანიშნავია,რომ  კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება გაგრძელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭიდავემ წარმატებას მიაღწია 18 05 21

ფოთელმა მოჭიდავემ ,მალხაზ ხელაიამ ,ქალაქ ბუქარესტში გამართულ სართაშორისო ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში, წარმატებას მიაღწია და ჩატარებული 4 შეხვედრის შემდეგ პირველი ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთელ სპორტსმენს ,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის , განათლების , ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  ჩვენთან საუბარში ზურაბ ტიბუამ განაცხადა, რომ  ,,თავისუფალი ჭიდაობა ‘’ პრიორიტეტულია, როგორც ოლიმპიური სახეობა  და აღნიშნა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფოთში,სწორედ  სპორტის განვითარებაა.აღსანიშნავია,რომ ევროპის ჩემპიონატი , თავისუფალ ჭიდაობაში ივნისის თვეში გაიმართება,რომელშიც მალხაზ ხელაია მიიღებს მონაწილეობას.

იხილე მეტი