სიახლე 

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა 08 04 21

8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება.აღნიშნული თემაზე, ფოთის მე-4 საჯარო სკოლამ დღეს ღონისძიება გამართა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი.ღონისძიება ბოშა ბავშვების მიმართ თანადგომას და მათი სწავლის მხრივ წახალისებას ისახავს მიზნად.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბავშვებს საჩუქრები და სასკოლო ნივთები გადაეცათაღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთის მე-4 საჯარო სკოლა ამ პროექტს უკვე მესამე წელია უძღვება და სისტემატიური ხასიათისაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, წყალ-სათხილამურო სპორტის ფარგლებში შეკრება გაიმართა 08 04 21

ფოთში, წყალ-სათხილამურო სპორტის ფარგლებში ერთობლივი შეკრება გაიმართა, სადაც სტუმრად ჩამოსული გერმანელი და ბელარუსელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, შეკრების მთავარი მიზანი სპორტსმენების უკეთ მომზადება და დაგეგმილი ჩემპიონატისთვის ფორმის შენარჩუნებაა.აღნიშნული თემით ჩენი გადამები ჯგუფი დაინტერესდა და გადაწყვიტა ადგილზე გაცნობოდა მიმდინარე პროცესებს, ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრები ფოთის ეკოსისტემით ძალიან კმაყოფილები არიან, და მომავალშიც გეგმავენ ვიზიტებს.როგორც შეკრების მონაწილეები აცხადებენ:,, ოქროს ტბაზე” იდეალური ჰავა და შესანიშნავი პირობებია სავარჯიშოდ, იმედვონებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი, ჩვენს ქალაქში ჩემპონატებსაც გამართავენ.შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სპორტსმენები 2 კვირით სტუმრობენ ფოთს და 11 აპრილს ქალაქს დატოვებენ.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია გიორგი კაპანაძე 08 04 21

ქვეყანაში მოსალოდნელი ახალი ,,ლოქდაუნის” უარყოფით და დადებით საკითხებზე ,,კურსორის”სტუმარი გიორგი კაპანაძე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08 04 21

დღეს საქართველოში კოვიდ-19ის 761ახალი შემთხვევა გამოვლინდა.მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წარუდგინეს – ოჯახი დარწმუნდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ექთანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, რაც მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გახდაფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი მთავრობას მოუწოდებს, მედიკოსების შემდეგ სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულები აიცრან.პანდემიის პირობებში ტრანსპორტის მუშაობაზე, გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ისაუბრა.ირაკლი იზორია სახელმწიფოს მოუწოდებს, მედიკოსების შემდეგ მეორე კატეგორიის რისკჯგუფად დასახელდეს სატრანსპორტო სფერო და შესაბამისად მოხდეს ამ ადამიანების ვაქცინაციით უზრუნველყოფა.მისივე თქმით, ვაქცინაციისთვის სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან სრული მზაობაა.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია დავით კოდუა 07 04 21

აკაკი ყალიჩავამ წარმატებულად დაასრულა საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. უძლიერეს ტიტულოვან მოჭადრაკეებთან პაექრობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორის” სტუმარია ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა”ს დირექტორი: დავით კოდუა.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება. 07.04.21

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება,გამქირავებელს კი პირობის დარღვევის შემთვევაში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მიიღო, მას შემდეგ რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20 მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა.“ხშირ შემთხვევაში წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა თუ სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით. მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული და მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მან ყველანაირი პრევენციული ზომები…

იხილე მეტი
სიახლე 

7 აპრილი ხარების დღესასწაულია 07 04 21

დღეს ყველა მოქმედ ეკლესიაში ხალხმრავლობაა. მართლმადიდებლური სამყარო ხარებას ზეიმობს.ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე მორწმუნეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.ამ დღესთან დაკავშირებით, ფოთის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა.მეუფე ქადაგებისას ირიბად შეეხო ადამიანებში ერთმანეთისადმი ,დღევანდელ დამოკიდებულებას, „ერთმანეთის მიმართ ძალიან შეუბრალებლები ვართ და ხშირ შემთხევაში ძალიან მკაცრი განაჩენიც კი გამოგვაქვს„-აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღევანდელ ქადაგებაში.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეუფე ქადაგებისას მიმდინარეობის დროს ჭყონდიდში მიმდინარე პროცესებს არ შეხებია,მაგრამ აღნიშნულ თემაზე მან ქადაგების დასრულების შემდეგ კომენტარი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 07 04 21

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 196 კი გამოჯანმრთელდა. 3 აპრილს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ ერთი სახეობა, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო. SINOPHARM-ს არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინა მას აპრილის ბოლოს მიიღებს.ვაქცინის შემოსვლამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დაელოდებოდნენ ჯანმოს ავტორიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდნენ ჩინური ვაქცინით იმუნიზაციას; თუმცა, 5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საკითხზე ვაქცინაციის საბჭოც იმსჯელებს, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა შეიკრიბოს. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მთავარი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საზღვაო ცენტრში პირველი საწვრთნელი კურსები დაიწყო 07 04 21

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში პირველი საწვრთნელი კურსები დაიწყო.კურსები პირადი გადარჩენის მეთოდებს, ელემენტარულ პირველად დახმარებას; პირად უსაფრთხოებას სოციალურ პასუხისმგებლობას და უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებს მოიცავს.სექტემბრიდან კი კიდევ 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება იგეგმება.ფოთის საზღვაო ცენტრი აღჭურვილია სრულიად თანამედროვე სიმულატორით რომელიც გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში.სასწავლო საწვრთნელი ცენტრი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.

იხილე მეტი