სიახლე 

საქართველოში შესაძლოა კვლავ ლოქდაუნი გამოცხადდეს 06 04 2021

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოვიდინფიცირებულთა ამგვარი მატება თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვებს“.მისი თქმით, საზოგადოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო, ასევე აღნიშნა ისიც, რომ შეზღუდვების გარკვეული მექანიზმების ამოქმედებასთან ერთად, ამოქმედდება მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმებიც.„ყველაფერი დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ შეზღუდვებს და ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს მეტი მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება“-აღნიშნა თამარ გაბუნიამ. აღსანიშნასვია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა ქვეყანაში კვლავ „სრული ლოქდაუნი“ გამოცხადდეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდ-19-ს 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 06 05 04 21

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 196 კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 284 958 ია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს,გეგმიური ტესტირების შედეგად,კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს,ის თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.მართალია ჯერჯერობით ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდაა, მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს პირველ რიგში პირბადის ტარება ყველგან და ყველას მიერ, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები, განაცხადა გამყრელიძემ.ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა,თუმცა რამდენად გაუძლებს იმას,რაც ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა,რთული სათქმელია ,ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საქართველოს ეროვნული ლიგა სამის მეორე ტური გაიმართა 06 04 2021

დღეს ფოთში, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა-3 ის, 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა, „ფოთის კოლხეთი 1913“, საფეხბურთო კლუბ „გორის გორს“ დაუპირისპირდა.ფოთელებმა მატჩი პირველივე წუთიდან აქტიურად დაიწყეს, რაც მე-2 წუთზე წილოსნის სწრაფი გოლით აისახა, რასაც მე-20 და 36-ე წუთებზე კვლავ მისი დუბლი დაემატა და ანგარიში სამამდე გაზარდეს.კოლხეთის მთავარი მწვრთნელის კრასოვსკის განცხადებით , იყო ჩავარდნები დაცვაში, რასაც 44-ე წუთზე გორელთა მხრიდან ანანიაშვილის გოლი მოჰყვა და ანგარიში 3-1 გახდა.მეორე ტაიმი ასევე აქტიურად დაიწყო, თუმცა გოლი არ გასულა და მატჩი საბოლოო ანგარიშით ფოთელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდაშეგახსენებთ, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“ მესამე ტურის შეხვედრას, 16…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 05 04 21

5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.ფოთში 6 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 ხოლო ღამით + 13 გრადუსი იქნება,უმეტესად იწვიმებს.7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით + 24, ხოლო ღამით + 12 ძირითადად უნალექო დღე გველოდება.8 აპრილს +19 გრადუსი ხოლო 9 აპრილს+…

იხილე მეტი
სიახლე 

გურამ დოჩანაშვილს, ფოთის საპატიო მოქალაქეს, 6 აპრილს დაკრძალავენ 05.04.21

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს მწერალთა კავშირში მიიღეს.გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს ჟურნალ „ცისკარში“დაიბეჭდა მწერალი ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატია, ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.მისი გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” . აღსანიშნავია რომ გურამ დოჩანაშვილი 2018 წელს ფოთის საპატიო მოქალაქედ – აირჩიეს.დიდი ქართველი მწერალი,თანამედროვეობის უდიდესი ქართველი, ფოთის საპატიო მოქალაქე გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მას თბილისის, საბურთალოს…

იხილე მეტი
სიახლე 

,კურსორის” სტუმარია : ზურაბ ტიბუა. 04.05.21

მსოფლიო კრივის ფედერაციის ვებ გვერდზე, გამოქვეყნდა მსოფლიო მსაჯთა კომიტეტის 16 კაციანი სია,რომელშიც საპატიო ადგილს იკავებს, საერთაშორისო კატეგორიის, პეკინის ოლიმპიური თამაშების მსაჯი, საერთაშორისო ინსტრუქტორი ბატონი ზურაბ ტიბუა. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,, კურსორის” სტუმარია :ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის N1 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა 05 04 2

ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოდან უკვე ,პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს.აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ჩვენ პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნონა ჟვანიასდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვესაუბრეთ. დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 05 04 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 228 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობას დაახლოებით ერთი წელი მაინც მოუწევს პირბადის ტარება , ამასთან იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.,,დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში 11 603 ადამიანია აცრილი. როგორც იცით, დიდი ტრაგედიის, ექთნის გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული ჩავარდნა იყო. დღეში, საშუალოდ, 1 000-ზე ოდნავ მეტი აცრა გვაქვს, მაგრამ ეს ცოტაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მან ასევე დაასახელა ერთ დღეში აცრილთა საშუალო რაოდენობა, რომელიც…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საბაჟოს მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს 05 04 21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით,სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საბაჟოს უფროსი დააკავეს.უწყების განცხადებით: ფოთში 4 მარტს,დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის ერთიან ბაზაში გატაცეცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა შევიდა,რომელიც მომსახურეობის სამმართველოს უფროსმა დაადეკლარილა,მიუხედავად იმისა ,რომ მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ.,,ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას”,…

იხილე მეტი