,,კურსორის” სტუმარია : გიორგი კაპანაძე. 24.03.21

დღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი: გიორგი კაპანაძე,რომელიც ოპოზიის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს საფრანგეთის ელჩი ეწვია 24.03.21

ფოთს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი სტუმრობდა.შეხვედრაზე, ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მხრივ ალექსანდრე დიუმასა და ნიკო ნიკოლაძის როლზე ისაუბრეს,ამასთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის, ფოთის და საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრების სურვილი გამოითქვა .ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრეს.საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მე-5 საჯარო სკოლა მოინახულა.აღსანიშნავია,რომ საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვადაგასული სურსათის განთავსებაზე კონტროლი მკაცრდება 24 03 21

ვადაგასული სურსათისა და ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის სხდომაზე წარადგინა.ცვლილებების მიხედვით, ვადაგასული სურსათის,ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე , მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი 200 ლარით სხვები კი -500 ლარით დაჯარიმდება.ასევე ვადაგასული საკვების ბაზარზე განთავსების გამეორების შემთხვევაში ბიზნესოპერატორი 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.ჩვენ ფოთში მდებარე ზოო მაღაზიას ვესტუმრეთ და იქ არსებულ მდგომარეობას გავეცანით და ვეტერინარს ნათია პატარაიას ვესაუბრეთ,რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმება.ჩვენ ვეცადეთ შესაბამისი სამსახურებიდან კომენტარის მოპოვებას , თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. როგორი სიტუაცია იქნება სურსათის უვნებლობის კუთხით,ჩვენს ქალაქში ,ამას ჩვენი სიუჟეტებიდან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 8 თვის წინ მოკლული მამაკაცის სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა 24 03 21

ფოთში რვა თვის წინ მოკლული ვაჟა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ,მომხდარ ფაქტზე 7 ეჭვმიტანილიდან, სამს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კიდევ სამს- 3 წლით,ხოლო ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა- აქედან 2 ძებნაშია.ტყებუჩავას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა,როგორც ისინი აცხადებენ: 44 წლის მამაკაცი,ე.წ. ქურდული გარჩევების მსხვერპლი გახდა და სადისტურად გაიმეტეს , შესაბამისად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული პირის განაჩენს აპროტესტებენ,ისევე როგორც დანარჩენი სამის სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას. ოჯახი სხვა დამნაშავეების დაკავებასაც და ადეკვატურად დასჯასაც ითხოვს.შეგახსენებთ,რომ 44 წლის მამაკაცი გაიტაცეს,იქვე მდებარე სკოლის ეზოში შეიყვანეს სადაც ე.წ ქურდული გარჩევა მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან ტაქსებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა 24 03 21

2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.შეზღუდვები შეეხო ტაქსებსაც და 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა აეკრძალათ.დღევანდელი კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე,საქართველოს მთავრობამ,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე.დღეს ტაქსებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, მათ 2 ზე მეტი პირის გადაყვანის საშუალება ექნებათ,მხოლოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული რეგულაციების სრული დაცვით,როგორიცაა მაგალითად : პირბადის ტარება.ჩვენი გადამღები ჯგუფი,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთელ ტაქსის მძღოლებს გაესაუბრა, როგორც ისინი აცხადებენ : რეგულაციების შემსუბუქება ძალიან სასიხარულოა.აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ტრანსპორტზე ყველა სახის შეზღუდვა გარდა კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა მოხსნილია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 03 21

24 მარტიდან 26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. 24-25 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.ფოთში ხუთშაბათს 25 მარტს,დღისით +7 ხოლო ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში, დროგამოშვებით იწვიმებს.პარასკევს 26 მარტს,დღისით +8 ,ხოლო ღამით +7 გრადუსი გველოდება.ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.დღეს ამით გემშვიდობებით,მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერ დღეებს გისურვებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება 24 03 21

დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული.რაც შეეხება კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევებს, გამყრელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ნიმუშზე მიმდინარეობს კვლევა. მისივე თქმით, რეინფიცირების დადასტურებულ შემთხვევას კიდევ რამდენიმე ერთეული დაემატება.ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.წინასწარი ინფორმაციით ,,ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში…

იხილე მეტი

,,კურსორის”სტუმარია დავით კოდუა. 23.03.21

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი გრძელდება. ჩემპიონატის მე-3 და მე-4 ტურები წარმატებული გამოდგადიანა ლომაისთვის. ის მე-3 ტურში დაუზავდა საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძეს, ხოლო მე-4 ტურში მან საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე დაამარცხა. მე-4 ტურის შემდეგ 3,5 ქულით დიანა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.ელენე წოწონავა კი მე-3 ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დამარცხდა საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძესთან და ჯერჯერობით 2 ქულა აქვს.ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება . 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავსირებით, ,,კურსორის” სტუმარია ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა”-ს დირექტორი…

იხილე მეტი
სიახლე 

ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. 23.03.21

ონლაინ სწავლება, არის საშუალება, რომელიც გულისმობს, სახლიდან,სამსახურიდან გაუსვლელად,კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით,ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ, ვისწავლოთ, გავიგოთ და გავაგებინოთ მსმენელებს.ონლაინ სწავლების,დეტალების გასარკვევად და შეფასების მიზნით,ჩვენ სტუდენტების ნაწილს დავუკავშირდით და მათი შეხედულებები გავარკვიეთ.უმეტესი ნაწილის შეფასებით : ონლაინ სწავლებას ,ბევრი უარყოფითი მხარე აქვს,როგორიცაა დისკუსიის პრაქტიკებისა და უშუალო ურთიერთობების ნაკლებობა ისე პლატფორმა ,,ზუმი”-ს ,როგორც დროის ასევე რაოდენობის შეზღუდვა.თუმცა არის კატეგორია ,რომელიც ონლაინ სწავლებას,დროის მენეჯმენტის კუთხით, პოზიტიურად აფასებს და ბევრ სხვა საინტერესო დეტალსაც ამჩნევსდადებითი და უარყოფითი ასპექტების გამოკვლევის მიზნით,ჩვენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნისვერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ვაჟა გოგაძეს დავუკავშირდით,რომელმაც სწავლების ონლაინ სისტემა შეაფასა.შეგახსენებთ რომ 2020 წლის მარტიდან, მსოფლიო…

იხილე მეტი