სიახლე 

ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა 23 03 21

ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ფოთის მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუფიქსირდა. აქედან ორი მე-8 და მე-9 კლასელები ,ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე კი მე-12 კლასელია.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მე-3ე საჯარო სკოლის დირექტორს,ლელა კემულარიას დავუკავშირდით.როგორც დირექტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა : სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ,კლასებში აგრძელებენ სწავლის პროცესს.როგორი მდგომარეობაა ფოთის სხვა სკოლებში ვირუსის გავრცელების მხრივ, აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით,ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს, გოჩა ქორქიას ,ვესაუბრეთ.გაირკვა,რომ : მშობელთა უმრავლესობის მოთხოვნით, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია ,პირველ აპრილამდე დისტანციურ სწავლებას აგრძელებს.შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით,გასულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეები 4000 ლარით დაფინანსდებიან 23 03 21

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ. გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე დიდ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ. გრანტის მისაღებად ბიზნესპროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში, 200-მდე ბენეფიციარს, სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დევნილთა სამსახურის ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, ყოველწლიურად საშუალოდ 150 ბენეფიციარი სარგებლობს.წელს ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 23.03.21

დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 528 შემთხვევა გამოვლინდა.კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,82 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,61 პროცენტი.ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთებს.ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.რამდენიმე დღის წინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრებოდა.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(14), სენამედის(12),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(22)და ზუგდიდის(9)…

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმარია: ზურაბ ტიბუა 22.03.21

,,კურსორის” კითხვებს უპასუხებს: ქალაქ ფოთის , მუნიციპალიტეტის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვის ,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – ზურაბ ტიბუა.

იხილე მეტი
სიახლე 

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 22. 03.21

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეა,რომელიც 1993 წლიდან აღინიშნება. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა,დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ წარმომადგენელს ვიოლეტა კუციას ვესაუბრეთ.ინტერვიუ.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 03 21

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს.როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 22 მარტიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში თბილი ამინდებია მოსალოდნელი.ზოგან ნალექი,მაღალ მთაში თოვლის სახით.ფოთში 23 მარტს დღისით +13 +15 ხოლო ღამით +6 + 8 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.24 მარტს დღისით +6 +8 ღამით +4 +6 ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი,დროგამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ზამთრის ჩემპიონატი ჩატარდა 22 03 21

ზამთრის ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში ,რომელსაც ფოთის სანიჩბოსნო ბაზა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ,დასრულდა.ჩემპიონატში ადგილობრივებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული გუნდები მონაწილეობდნენ.გამარჯვებულები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ.1,2,და 3-ე ადგილზე გასული მონაწილეები ,სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.შეგახსენებთ, რომ,, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას”” წლის განმავლობაში არა ერთი ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი ,რომელსაც ქალაქი ფოთი უმასპინძლებს.

იხილე მეტი

ფოთში COVID-19 -ს 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 03 21

დღეს საქართველოში კოვიდ -19-ის 170 შემთხვევა გამოვლინდა.22 მარტს საქართველოში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს ელოდებიან. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვა. უკვე მიმდინარეობს აცრის პროცესი AstraZeneca-ს ვაქცინით.მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. აშშ-ში ამ ვაქცინით ანაფილაქსიური შოკის მაჩვენებელი ამ დროისთვის არის 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.ისრაელის მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 94%-ით შეამცირა კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევების რაოდენობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.Pfizer-ის შემდეგ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინების მეორე პარტიას ელოდებიან. ამჟამად საქართველოში აცრა უტარდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021…

იხილე მეტი