ფოთში კორონა ვირუსის 1 შემთხვევა ფიქსირდება 18 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.„მოგეხსენებათ, რომ შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საქართველოში 5 350 ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან 2 719 უკვე აიცრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ სამედიცინო პერსონალი პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 369ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნატოს მუდმივ მოქმედი საზღვაო შენაერთები იმყოფებიან 18 03 21 უკვე რამდენიმე დღეა რაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, “ნატო”-ს მუდმივ მოქმედი, მეორე საზღვაო შენაერთები იმყოფებიან,პანდემიის ფონზე გათვალისწინებული რეგულაციებით შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.‘ნატოს”-ს ხომალდების საქართველოში ვიზიტი, ალიანსის წევრი სახელმწიფოების და საქართველოს შორის ურთიერთ თავსებადობას ისახავს მიზნად, “ნატო”-ს შენაერთების ვიზიტი საქართველოს შავი ზღვის პორტში,რეგულარულად ხორციელდება.“ნატო”-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაგეგმილი წვრთნების შემდეგ დღეს დატოვებს

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმრები არიან სალომე ზერაგია და ანა თურქია 18 03 21

2020 წელს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, სახელწოდებით: “ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი”. ორგანიზაციამ ქ. ფოთში განახორციელა საგრანტო პროექტი: “ინოვაციების ქალაქი”, რომლის ფარგლებშიც დაამონტაჟა LCD მონიტორი ტურისტებისთვის, ტურისტული აპლიკაციით,სადაც იქნება ტურისტული რუკა, ყველა საჭირო ინფორმაციით ტურისტულ ობიექტებზე. ორგანიზაცია არა მხოლოდ ფოთის,არამედ სამეგრელოს მასშტაბით ახორციელებს პროექტებს, მათ შორის სლოვაკეთის გრანტის საშუალებით მარტვილისა და ჩხოროწყუს 6 სოფელში საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის მოეწყო სათამაშო მოედნები.დღევანდელი კურსორის სტუმრები არიან ,,ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციები”-ის ცენტრის დამფუძნებლები : სალომე ზერაგია და ანა თურქია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ექიმმა გიორგი ურუშაძემ,ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა ვაქცინა. 17,03,21

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო, რომლითაც პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის აცრა.ჩვენი გადამღები ჯგუფი ,,ფოთის პირველი პოლიკლინიკის” ექიმს გიორგი ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეგიონში პირველმა გაიკეთა.გიორგი ურუშაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს,მისი თქმით ვაქცინა უსაფრთხოა და ყველამ უნდა გაიკეთოს.შეგახსენებთ რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს,ხოლო ფოთში სამედიცინო პერსონალის მასშტაბური ვაქცინაცია პარასკევსაა დაგეგმილი.

იხილე მეტი
სიახლე 

კლინიკა ბომონდში კონსულტაციები გრძელდება 17 03 21

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში, მოწვეული სპეციალისტები ადგილობრივ ექიმებთან ერთად ატარებენ კონსულტაციებს. აღსანიშნავია რომ კლინიკის ბაზაზე პირველად წარმატებით განხორციელდა გინეკოლოგიური ოპერაცია.-კლინიკის მთავარი მეან-გინეკოლოგის ნოე მაცაბერიძის თქმით:რეგიონის მასშტაბით მსგავსი სახის ოპერაცია საკმაოდ იშვიათია. როგორც კლინიკის ადმინისტრაციამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა :სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, და პენსიონრებისთვის, ოფალთამო-ქირურგი ატარებს უფასო კონსულტაციებსა დაგამოკვლევებს. მსგავსი აქციები სამომავლოდაც იგეგმება.აღსანიშნავია რომ ბომონდის ამბულატორიული სამსახური სრული დატვირტვით მუშაობს, ქუთაისიდან და თბილისიდან მოწვეულნი ექიმები კი მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობაზე ზრუნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

COVID-19 ის შესაძლო ვაქცინაცია ბავშვებში 17 03 21

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ განცხადება გააკეთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კერძოდ : ვაქცინაციაზე კვლევისას ბავშვთა ასაკი 12 წლიდან 7 წლამდე დაიწია,რაც შესაძლოა მომავალში ბავშვების კორონავირუსზე აცრას გულისხმობდეს.დაიწყება თუ არა ბავშვებში ვაქცინაციის პროცესი და რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გადამღები ჯგუფი პედიატრებს დაუკავშირდა.აღსანიშნავია,რომ ვაქცინაციის პროცესს პედიატრები მიესალმებიან და როგორც ისინი აცხადებენ: თუ კოვიდზე აცრა ბავშვშვებში სამომავლოდ სავალდებულო გახდება,ეს მხოლოდ დადებითად აისახება მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

იხილე მეტი
სიახლე 

20 – 21 მართს ფოთში სანიჩბოსნო ჩემპიონატი გაიმართება 17 03 21

20-21 მარტს ფოთის სანიჩბოსნო ბაზა ზამთრის ჩემპიონატს უმასპინძლებს,ჩემპიონატი მალთაყვაში, სატრენაჟორო ბაზაზე გაიმართება,რომელშიც რეგიონიდან ჩამოსული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი გადამღები ჯგუფი საქართველოს ნიჩბოსნობის, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ვახტანგ ალანიას დაუკავშირდა, რომელმაც იმ გუნდებზე ისაუბრა რომლებიც ,ზამთრის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.შეგახსენებთ რომ, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციას წლის მანძილზე არა ერთი ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი,აღსანიშნავია რომ 20-21 მარტს დაგეგმილი ჩემპიონატი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო რამდენჯერმე გადაიდო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდ 19-ის 1 შემთხვევა დაფიქსირდა 17 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის რესპუბლიკელ მხარდამჭერებს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მოქმედებს. ტრამპის მოწოდებამდე ორი დღით ადრე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიესალმება, თუ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე უპასუხა „პირველი არხის“ შეკითხვას, როგორ გრძნობს თავს აცრის შემდეგ.„ვმუშაობ, სამსახურში ვარ. მხარში მტკივნეულობა მაქვს, რაც არის ნორმალური. გუშინ ეს ტკივილიც არ იყო, საღამოდან გამიჩნდა ტკივილი,…

იხილე მეტი