სიახლე 

საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო-ფოთელი მოსახლეობის გამოკითხვა 15 03 21

დღეიდან საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, პირდაპირ ეთერში ვაქცინა უკვე გაიკეთა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, პაატა იმნაძემ.ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ,პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის აცრა.რას ფიქრობს ფოთელი მოსახლეობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა ისინი ენდობიან და მზად არიან ვაქცინის გასაკეთებლად.თუმცა არიან ისეთები ვინც ვაქცინის მოსალოდნელ შედეგებს ელოდებიან და ამის შემდეგ აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას.შეგახსენებთ რომ 13 მარტს, სპეციალური რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ასტრაზენეკას” 43 200 დოზა ვაქცინა ჩამოიტანეს,აღსანიშნავია რომ “ლუგარის” ლაბორატორიამ ვაქცინის 400-ი დოზა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკვე გადასცა

იხილე მეტი
სიახლე 

შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა 15 03 21

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყო.დღეიდან ფიტნეს ცენტრებმა,ფოლკლორულმა ანსამბლებმა,და თეატრებმა ფუნქციონირება განაახლეს,ხოლო აუდიტორიაში მაყურებლის დასწრება 1 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეთა მიღება განაახლა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნო სასწავლებელმა,როგორც სასწავლებელში განგვიცხადეს სწავლის პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.შეგახსენებთ რომ შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის მიუხედავად,უცნობია როდის მოიხსნება კომენდანტის საათი,როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 03 21

15 მარტიდან 17 მარტამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი , მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლიფოთში 15 მარტს დღისით +15 ° +17° ; ხოლო ღამით +9 ° +11 °. ძირითადად მოღრუბლული დღე გველოდება.16 მარტს დღისით +16 ° +18° ; ღამით +9 ° +11 ° დღე უნალექოდ ჩაივლის, ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.17 მარტს დღისით +16 ° +18° ; ღამით +9° +11 °. დროგამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია დალი ებრალიძე 12 03 21

სამაუწყებლო კოპმანია მე 9 ტალღის ეთერში 13 მარტიდან ,,სატელევიზიო ზღაპრები ” გადის ეთერში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორის” სტუდიის სტუმარია თეატრალური გაზეთის რედაქტორი,დალი ებრალიძე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა 12 03 21

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით განაახლა. შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მოეწყო ბიბლიოთეკის არტ სივრცე, აღსანიშნავია რომ პანდემიის პერიოდში სარემონტო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურული სალონის ხელძღვანელს იმა კეკელიძეს ვესაუბრეთ.აღსანიშნავია რომ ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე” მეცადინეობას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებდა. როგორც სალონის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ეს პერიოდი მათთვის სირთულეებით იყო აღსავსე.ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა , განახლებულ გარემოში ელოდება ერთგულ მკითხველს და სხვადასხვა ღონისძიებებს პირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში თამბაქო 30 თეთრით გაძვირდა 11.03.21

რთული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში თამბაქო 30 თეთრით გაძვირდა.როგორც ექსპერტები აცხადებენ თამბაქოს ფასის მატება მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე გავლენას ვერ მოახდენს.ქვეყანაში ამ დრომდე არანაირი ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს ,რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს ახდენს თუ არა თამბაქოს გაძვირება მწეველთა რაოდენობის შემცირებას.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთელი მოსახლეობის ნაწილს ვესაუბრეთ.რესპოდენტთა უმეტესი ნაწილი, თამბაქოს გაძვირებას უარყოფითად ხვდება და თამბაქოზე ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას არ გამორიცხავს.საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ჩვენი გადამღები ჯგუფი კომპეტენტურ პირს, ეკონომიკის დარგში ექსპერტს, ნიკა შენგელიას დაუკავშირდა. ,როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა თამბაქოზე ფასის აწევა,ლარის კურსისა და აქციზზე ფასის მატებამ გამოიწვია და შესაძლოა…

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმრები არიან: ჯაბა თურქია და კონსტანტინე ხუბუტია.11.03.21

3 და 5 მარტს თბილისში , საქართველოს ჩემპიონატი, ჭიდაობა-სამბოში,გაიმართა. ჩვენმა თანამოქალაქებ ჯაბა თურქიამ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “კურსორის” სტუმრები არიან ჩემპიონატში გამარჯვებული ჯაბა თურქია და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კონსტანტინე ხუბუტია.

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს 11.03.21

ლიბერთი ბანკსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა..მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი კვლავაც რჩება სააგენტოს პარტნიორად და აგრძელებს სოციალურ პროგრამებს,რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში,გულისხმობს.2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

11 მარტს ფოთში კორონავირუსი 4 ახალი შემთვევა დაფიქსირდა. 11.03.21

კოვიდ-19ის პანდემიის გამოცხადებიდან 1წელი გავიდა. ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 118 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2.6 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 94 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის მესამე ტალღისა და შეზღუდვების გამკაცრების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეასრულოს.„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთმა მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა 11.03.21

ფოთის კოლხეთმა მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა, ერთმანეთს “ფოთის კოლხეთი-1913”-ი, და “ხობის კოლხეთი” დაუპირისპირდნენ,თამაში საკმაოდ დაძაბულ ფონზე მომდინარეობდა და ანგარიშით 3-2 ფოთის კოლხეთის სასარგებლოდ დასრულდა.როგორც ფოთის კოლხეთის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი კრასოვსკიმ განაცხადა, ის თამაშით კმაყოფილია და მომავალშიც წარმატებულ შეხვედრებს ელოდება.შეგახსენებთ ,რომ ფოთის კოლხეთი მორიგ მატჩებს 15 მარტს ურეკში ,ხოლო 23-მარტს თბილისში გამართავს.

იხილე მეტი