სიახლე 

საქსტატის მონაცემებით სურსათზე ფასები გაძვირდა 23 02 21

საქართველოში სურსათზე ფასები გაძვირდა,საქსტატის მონაცემებით 2020 წელს წლიური ინფლაციის დონემ 1.97%-ი შეადგინა. პური და პურპროდუქტები (8.7 %),ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 %),რძის ნაწარმი კი(6.1 %),-ით გაძვირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩევენი გადამღები ჯგუფი ფოთის მოსახლეობის ნაწილს გაესაუბრა,შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად იგრძნობა მოსახლეობაზე სურსათის ფასების ზრდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს თითქმის ყველა პროდუქტზე ფასების ზრდა შესამჩნევია და უკვე გარკვეული სახის პროდუქტების შეძენა საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტს ირაკლი ყიფიანს დავუკავშირდით როგორც ექსპერტები აცხადებენ ფასების ზრდა ძირითადად ინფლაციამ და პანდემიურმა ვითარებამ განაპირობა,და ეს გარდაუვალი იყო. როგორ განვითარდება მოვლენები…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში ნავთობის ფასი გაძვირდა 22 02 21

ბოლო სამ კვირაში საქართველოში საწვავი 7- 10 თეთრით გაძვირდა,როგორც ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს საწვავზე ფასების გაძვირება ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებულ შეღუდვებს და მსოფლიო ბაზარზე არსებულ ეკონომიკურ კრიზის უკავშირდება .ბენზინის ფასებზე ასევე სხვა ფაქტორებიც გავლენას ახდენს როგორებიცაა – ნავთობის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და ადმინისტრაციული ხარჯები.ჩვენი გადამღები ჯგუფი მძღოლებს გაესაუბრა რომლებიც საწვავის გაზრდას უარყოფითად აფასებენ , როგორც ისინი აღნიშნავენ თუ საწვავზე ფასი ისევ გაიზრდება ეს მათ ფინანსურად დააზარალებს და მოძრაობის საშუალებას შეუზღუდავსროგორც ნავთობიმპორტიორები ამბობენ, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტრენდი საწვავის გაიაფების იმედს არ იძლევა ,რადგან ჩვენი ქვეყანა 100%-ით იმპორტზეა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ ვაქცინაციის პროცესი თებერვლის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო .მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს ,რომ ,მიუხედავად გადადებული ვაქცინაციის პროცესისა არის კარგი ამბები მოწოდებასთან დაკავშირებით. საქართველო ვაქცინას,ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მიიღებს.წლის განმავლობაში უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. ამას დაემატება ის 15%, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია აცხადებს ცერცვაძე.მისივე თქმით, თუ მოსახლეობის 80% ვირუსისადმი იმუნური იქნება, პანდემია საფრთხეს აღარ წარმოადგენს.საქართველომ შეძლო და ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 147 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო ზემო-სვანეთში 12სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 45),სენაკის ლაზიკა…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმარია ირაკლი ჯანიაშვილი 22 01 21

ჩვენი თანაქალაქელი ირაკლი ჯანიაშვილი,წლებია ჩინეთში მოღვაწობს. ის იქ არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზე დეტალურად გვესაუბრება. როგორია ვითარება დღეს ჩინეთში,რა გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე შეზღუდვებმა და რეგულაციებმა,როგორია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ,,გუანჯოუს’’ პროვინციაში .აღნიშნულ თემებზე ჩვენი ჩართვის სტუმარი ირაკლი ჯანიაშვილი გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სასპორტო სკოლებმა მუშაობა განაახლეს 22 02 21

ფოთის სპორტულმა სკოლებმა მუშაობა განაახლეს. კოვიდ 19ის პანდემიის გამო დახურული დარბაზები 15 თებერვლიდან გაიხსნა. ამ ეტაპზე სავარჯიშო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ჯგუფი ერთ-ერთ სპორტსკოლის დარბაზში იმყოფებდა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. კრივის სასპორტო სკოლაში ამ დროისთვის 100-მდე მოსწავლე ირიცხება.სასპორტო სკოლამი მოსწავლეთა მიღება გრძელდება. სავარჯიშო პროცესი კი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 02 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 23 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ფოთში 23თებერვალს დღისით +7 ° +9° გრადუსი იქნება ხოლო ღამით + 7 + 5 დროგამოშვებით იწვიმებს. 24 თებერვალს დღისით +7 ° + 9 გრადუსი,ხოლო ღამით +4 +6.ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა გველოდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტატიშვილის სახელობის ლაბორატორია გაიხსნა 22 02 21

,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ”1997 წელს დაფუძნდა და უკვე 23 წელია მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.ფოთში ,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ‘’საერთაშორისო სტანდარტების მქონე ლაბორატორია გაიხსნა, სადაც შესაძლებელია როგორც ბაზისური ისე სპეციფიკური ანალიზების ჩატარება, ასევე კორონა ვირუსის პისიარ დიაგნოსტიკა და სწრაფი ტესტირება როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულებზე.აღსანიშნავია რომ, სამედიცინო ცენტრს ყოველკვირეულად სხვადასხვა მიმართულებების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმები ეწვევიან,რომელთა დახმარებითაც , სრულყოფილი საკონსულტაციო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მსგავსი სახის მომსახურე ცენტრების გახსნა ქალაქისთვის ფრიად მნიშვნელოვანია.ლაბორატორიული გამოკვლევევების დროულობა აუცილებელია როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით..

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკო ნიკოლაძის კოშკში შეხვედრა გაიმართა.19.02.21

,,ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი ” , გერონტი კუხალეიშვილის ფონდის ,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება”-პროექტების ფარგლებში , ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკში შეხვედრა გაიმართა, სადაც ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს. რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ინტერვიუღონისძიებაზე კოშკს შესაბამისი ტექნიკა გადაეცა.პროექტის მხარდამჭერია ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება და ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზით მოვაჭრეებმა სავალი გზა გადაკეტეს.19.02.21

დღეს მეგრელიშვილის სანაპიროზე თევზით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ძირითადი მოთხოვნა ახალი კეთილმოწყობილი სავაჭრო ფართის მიღებაა.როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ ,ისინი სახალხო კონტროლმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 1000 ლარით დააჯარიმა.როგორც მათ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განუცხადა , თევზის მაღაზია სადაც ისინი ამ დროისთვის იმყოფებიან რეალიზაციისთვის საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.აქცისს მონაწილეები ფოთის მერთან შეხვედრას ითხოვენ,მათი მთავარი მოთხოვნა შესაბამისი ფართისა და პირობების შექმნაა. ინტერვიუ მოვაჭრეების სიტუაცისს გასარკვევად ჩვენ ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით. როგორც წარმომადგენელმა დავით ჯგერენაიამ განაცხადა აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.ინტერვიუ სატელეფონომოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თევზით მოვაჭრეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

იხილე მეტი