სიახლე 

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის და ქუთაისში რეგიონული ოფისები გახსნა 27 01 20

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდსა და ქუთაისში რეგიონული ოფისები გახსნა. პირველი რეგიონული ოფისის ზუგდიდში გახსნას აქვს კონკრეტული მიზეზები, ამ განცხადებით მიმართა შეკრებილებს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსათვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარეძეს თქმით, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა ხელისუფლებამ სპეციალურად გააჩერა, რადგანაც პორტის ფუნქციონირება ჩრდილოელ მეზობელს ხელს უშლიდა, ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია ეს ხელისუფლება-ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავუშვათ და როგორც კი ეს მოხდება, მეორე დღესვე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. ხაზარაძემ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად მამუკა ახვლედიანი წარადგინა. ზუგდიდის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ ეტაპისთვის 200-მდე ადამიანია გაწევრიანებული. ქუთისში პარტიის დამფუძნებლებმა ქალაქის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის შესწავლის მსურველთა მიღება დაიწყო 27 01 20

ფოთის “სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი ” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს “ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა,რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას ,ისინი ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს. პროგრამა განკუთვნილია 13 -16 წლამდე მოზარდებისთვის და ხორციელდება საქართველოს 29 ქალაქსა და დაბაში. ორწლიანია და სწავლების 4 სემესტრს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მდინარე რიონის არხის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება 27 01 20

ფოთში მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება. პროექტის განხილვა მუნიციპალიტეტისა და საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, საჯაროდ შედგა. საქართველოს მელიორაცია ფოთში უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. 60 წლის შემდეგ, მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი დანალექი შლამისგან გაიწმინდება. გაიწმინდება და აღდგება ნაპირდამცავი ჯებირები. არხი გაატარებს 400 კუბურ მეტრს წამში, რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის და წყალდიდობის პრევენციის მიზნით. პროექტის ფარგლებში, ე.წ. მეშვიდე კილომეტრიდან ზღვამდე რიონის ფსკერის გაწმენდა მოხდება, ასევე ზღვის შესართავთან რიონის, ამჟამად მოსილული მარცხენა შტოს გაწმენდითი სამუშაოებიც განხორციელდება. პირველ ეტაპზე რიონის ტომოგრაფიული გადაღება…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი იპოვეს 27 01 20

ფოთში დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მაშველებმა იგი პალიასტომის ტბაში ნახეს. შეგახსნებთ, გოგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახი მას 23დღის განმავლობაში ეძებდა. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაკარგულ ახალგაზრდას 21 დღეა ეძებენ 25 01 20

უკვე 21 დღეა ფოთში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 24 წლის გიგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ოჯახს ამ დრომდე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მათ ასევე არ აქვთ არანაირი ვერსია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. შშს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნა 24 01 20

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა. მისი თქმით, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა ჩატარდა, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს. დღესვე, ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრებს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მათთვის შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით 19 მებაჟე ოფიცერი დაჯილდოვდა. ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერისტეტს დოქტორი კაუპო კანდი ეწვია 24 01 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის დოქტორი კაუპო კანდი ეწვია. გაიმართა ლექცია თემაზე: „ფილოსოფიის სათავეები და საქართველო“. შეხვედრას სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ. დოქტორი კაუპო კანდი ფლობს კონტინენტური ფილოსოფიის დოქტორისა და მაგისტრის ხარისხებს ვარვიკის უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიასა და ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს ფილოსოფიაში. კაუპო კანდი სხვადასხვა დროს იყო ესტონეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის განყოფილების ხელმძღვანელი და რადიო „ევროპის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გაერთიანებულ სამეფოში. ხვალ კაუპო კანდის მორიგი ლექცია გაიმართება თემაზე „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში“.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 23 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. გამონაბოლქვის და ზოგადად, დაბინძურებული ჰაერის გამო მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება ვიდრე ერთად აღებული შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გამო, წერია გლობალური ალიანსის ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ ბოლო კვლევაში. ორგანიზაციის დასკვნაში საქართველოზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა. დეტალები მომდევნო სიუჟეტში. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება დიდი განხილვის თემაა ამერიკაში. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ, შეერთებული შტატების 2.1 მილიონი ფედერალური მუშაკის უმეტესობა, ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ახალი სპექტაკლისთვის ემზადება 22 01 20

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას და მორიგ საჩუქარს უმზადებს პატარა მაყურებელს; 2020 წლის 21 იანვრიდან წარმოებაში ჩაეშვა ალექსანდრე პუშკინის ყველასათვის კარგად ნაცნობი ნაწარმოები ,,ოქროს თევზის ზღაპარი“ (,,მებადურისა და ოქროს თევზის” მიხედვით). სპექტაკლის გამოშვების სავარაუდო თარიღია 2020 წლის 15 თებერვალი. პატარა მაყურებელს კიდევ ერთი ჯადოსნური და გასაოცარი მოგზაურობა ელოდება ფოთის თეატრის სცენაზე; დამდგმელი რეჟისორი – თამაზ ბოლქვაძე. აღსანიშნავია რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი აცხადებს მიღებას ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ფოთის თეატრის მიზნობრივი ჯგუფისათვის. ფოთის თეატრი კონსულტაციებს გაუწევს მიზნობრივი ჯგუფის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება 22 01 20

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მილიონამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული მუშები სპეციალურ გადამზადებას ჩინეთში, ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლიან.

იხილე მეტი