სიახლე 

ფოთში ქალაქის დღე აღინიშნა10 05 21

კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, ტრადიციის თანახმად ქალაქის დღე აღინიშნება. კვირაცხოვლობის საზეიმო წირვა ,ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება ,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერს, კესო გელენიძეს და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას მიანიჭა. ფოთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს, პრემია ,,ფაზისი“ გადაეცა. სიგელების გადაცემა საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID 19 – ს 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 05 21

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მიმდინარე კვირაში, საქართველოში შესაძლოა დამატებით 40-მდე იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნას. კაბინეტების დამატებით, შესაძლებელი გახდება მაისში დაახლოებით 55 000 ადამიანი აიცრას. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძეს თქმით უქმე დღეების მიუხედავად მობილობა შემცირებული არ არის და ,,დანის პირზე გავდივარ’’, რომ არ მივიღოთ ძლიერი…

იხილე მეტი

,,ყველაფერი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ” 07.05.21

,,ყველაფერი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ” გადაცემის თემაა: ვაქცინები – როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შემდგომ პერიოდზე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს 07 05 21

ფოთში ვაქცინაცია, ევექსის კლინიკების ფოთის პოლიკლინიკაში მიმდინარეობს. მსურველები ჩინური ვაქცინით ,,სინოფარმი’’-ით იცრებიან. მედიკოსების თქმით ქალაქში, ვაქცინაციის მსურველთა საკმაოდ მაღალი აქტივობაა,რასაც  შესაბამისი სტატისტიკაც ადასტურებს. 24 მაისის ჩათვლით,ვაქცინაიისთვის ყველა,საერთო ჯამში ,314 ადგილი დაჯავშნილია. დღეის მდგომარეობით, ქალაქში 55 ადამიანია აცრილი და როგორც ჩვენს გადამღებ ჯგუფს ექიმებმა განუცხადეს,არცერთ მათგანსა არანაირი სახის გვერდითი მოვლენა არ განუვითარდა. შეგახსენებთ,რომ იმუნიზაციის  პროცესი ფოთში 5 მაისს ,ჩინური ,,სინოფარმით’’ დაიწყო  და 8 მაისის მონაცემებით,ქალაქში 55 ადამიანია აცრილი,ხოლო 24 მაისამდე,ვაქცინაციისთვის  ყველა ადგილი დაჯავშნულია.

იხილე მეტი
სიახლე 

მოპედებს რეგისტრაცია და მართვის მოწმობა დასჭირდება 07 05 21

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მისი უწყება მოპედების რეგისტრაციასა და მართვის უფლების გაცემას გეგმავს. „იგეგმება მოპედების რეგისტრაცია. მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის უფლების გაცემა“, – განაცხადა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე აღნიშნავს, რომ მოპედით გადაადგილებისას გარდაცვლილთა მონაცემები გაზრდილი არ არის. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირია მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება.  შეგახსნებთ,რომ გომელაურის ცნობით,ინიციატივა 2 მოსმენით გასულია პარლამენტში და მოპედების რეგისტრაცია “მალე” დაიწყება. 

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს კვლავ ელოდება 07 05 21

,,კოლხეთის ეროვნული პარკი ‘’დასავლეთ საქარათველოში მდებარეობს და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს, ის კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით შეიქმნა.დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ,,კოლხეთის ეროვნულ პარკში ‘’იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. დავინტერესდით, რა მომსახურებას სთავაზობს კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს და რა  უარყოფითი გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ ვიზიტორთა რაოდენობამზე.აღნიშნილ თემებზე, ჩვენთან ინტერვიუში ,,კოლხეთის ეროვნული პარკი’’-ის წარმომადგენელმა ნინო გუჯაბიძემ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა:  პანდემიის გამო ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო,თუმცა კოლხეთის ეროვნული პარკი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ვიზიტორებს კვლავ ელოდება და სანაოსნო ტურებს პალისტომის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება 07 05 21

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებულ მაყურებელს ისევ შეხვდება. 8 და 9 მაისს რეჟისორ, ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული ახალი სპექტაკლის ,,ჩექმებიანი კატა“-ს პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი მონაწილეობენ : ირაკლი კვერღელიძე, ნიკუშა ზაქარიაშვილი, ანი ანდღულაძე, რამინ კილასონია,გუჯა ქარაია, თემო გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი და ნინო გოშაძე. სპექტაკლი 16: 00 საათზე რეგულაციის სრული დაცვით ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 07 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა ეპიდსიტუაციის მხრივ პიკშია და ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა სტატისტიკური მაჩვენებლის მატებას 2-3 კვირის განმავლობაში ელის. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნისთვის საყურადღებო პერიოდი მაისის ბოლო იქნება. უქმეების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად გრძელდება. კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია დღეს იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ, რომლებიც არა მხოლოდ კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ. კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 117 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,სენაკის,აბაშის კლინიკებში,ფოთისა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 07 05 21

უამინდობის მიუხედავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +27 გრადუსი სამეგრელოშია ნავარაუდევი. შაბათს, 8 მაისს ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება,უმეტესად მზიანი დღე გველოდება. კვირას,9 მაისს +16 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, დღის განმავლობაში იწვიმებს. ორშაბათს,10 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი სითბო იქნება,ხოლო ღამით +7, უმეტესად მოღრუბლული დღე გველოდება.

იხილე მეტი