სიახლე 

სააღდგომოდ კომენდანტის საათის გაუქმება არ განიხილება 22 04 21

საქართველოში უკვე 162 დღეა, ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლები და ინფექციონისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, ის ძალაში თითქმის 6 თვის წინ, 9 ნოემბერს შევიდა. 21 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ,განხილვის ერთ-ერთი თემა კომენდანტის საათის მოხსნა იყო, რომელიც კვლავ ძალაში რჩება. აღდგოომის დღესასწაულთან დაკავშირებით კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერედა და ფოთელი მოსახლეობის ნაწილს ესაუბრა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, საკოორნიდაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა, ისინი მიიჩნევენ,რომ კომედანტის საათი არ უნდა მოიხსნას, მიზეზად ხალხმრავლობას ასახელებენ, რომელმაც შესაძლოა უფრო გაამძაფროს ქვეყანაში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 04 21

დღეს საქართველოში კორონა ვირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები ქვეყანაში ეპიდვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ რიგ რეგიონებში საჭირო გახდეს კარდაკარ თერმოსკრინინგი, რიგ ტერიტორიებზე კი ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა დაწესდეს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა და ვირუსული ინფექციის გავრცელების ტემპი შენელდეს. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 85 შემთხვევა გამოვლინდა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კალთბურთის შენობის ფასადზე, როლანდ გარუჩავას სახელობის მემორიალური დაფა განთავსდა 21 04 21

2021 წლის 28 იანვარს გამართულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის , სამეგრელოს კალათბურთის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ ინიციატივა შევიდა. კომისიამ აღნიშნული საკითხი დადებითად ცნო.  დღეს 21 აპრილს, 9 აპრილის ხეივანზე, მდებარე კალათბურთის დარბაზის შენობის ფასადზე,საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სპორტის ოსტატის, საკალათბურთო კლუბ ,,დინამო”-ს ვეტერანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფა განთავსდა. მოეწყო დაფის გახსნის ცერემონია და ფილმის ჩვენება, ,,როლანდ გარუჩავას ყოფილ მოსწავლეებსა და ახლანდელ, ახალი თაობებს შორის კალათბურთის თამაში’’ შეგახსნებთ რომ როლანდ გარუჩავა ,სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება 21 04 21

საქართველოში, ბოლო 24 საათში,კორონავირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %-ია.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაძლოა გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების საკითხი დადგეს.როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ფართომასშტაბური შეზღუდვები არ იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს 21 აპრილს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭო შეიკრიბება, სადაც დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.~დღეს ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ამირან ხევცურიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი 21 04 21

დღევანდელი ,,კურსორის’’ სტუმარია : ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , დონეცკის ,,ვასილი სტუსის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის” პოლიტოლოგიისა და სახელმნწიფო მმართველობის კათედრის დოქტორანტი: ამირან ხევცურიანი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა 21 04 21

ფოთის სამხატვრო სასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ავარიული იყო,რეაბილიტირდა, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და უკვე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ..სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. პროექტი ფონდ “ქართუ”მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა

იხილე მეტი
სიახლე 

პირველ კლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა 21 04 21

პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა.საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.შეგახსენებთ,რომ რეგისტრაციის მე2-ე ეტაპი 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება

იხილე მეტი
სიახლე 

კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყება 21 04 21

ფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2019 წელს დაწყო, რომლის პირველი ეტაპიც გზის სავალი ნაწილის სამუშაოებს და გარე განათების მოწყობას გულისხმობდა, აღნიშნული სამუშაოები შპს”უნივერსმალმა” შეასრულა.2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი გაგრძელდა, რომელიც საფეხმავლო გზის, სპორტული მოედნებისა და ჯებირის განახლება-გამაგრებას გულისხმობდა, ეს იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ჩატარდა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი, ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც სანაპირო ზოლის მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.შეგახსენებთ, რომ ფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წლის ივნისში განახლდება.

იხილე მეტი