სიახლე 

სხალთის ეპისკოპოსის განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა უპასუხა 19 04 21

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო  დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინის ბავშვთა პანსიონში, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა. ,, მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი.ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და მე ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად იმ ბავშვებს ვერ მივცემ”, განაცხადა მეუფე სპირიდონმა. სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოშკში გამოფენა მოეწყო 16 04 21

ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში ,ორი დროებითი ფოტო გამოფენა მოეწყო. კოშკში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის ფოთელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმის ფონდის საცავშია დაცული. გამოფენაზე, შეხვდებით წიგნისთვის ,,ფაზისიდან ფოთამდე” შექმნილ 22 მინიატურას, რომელშიც მოთხრობილია ფოთის ისტორია.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ: მსგავსი სახის გამოფენები და ღონისძიებები,სამომავლოდაც იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი ბანკსა და,, ნიუ ვიჟენს” შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა 16 04 21

აგროდაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის – ლიბერთი ბანკსა და ,,ნიუ ვიჟენს’’ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, ფერმერები „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით შეძლებენ როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურების შეძენას. მემორანდუმის ფარგლებში, ის ფერმერები რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის დაზღვევას, ასევე ისარგებლებენ ლიბერთი ბანკის განვადებით. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „ნამახვანჰესი“ ს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 16 04 21

დღეს 18 საათზე, ფოთში ,,ხელოვანთა სკვერის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე,ნამახვანჰესის მშენებლობის, საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.ორგანიზატორთა განცხადებით,აქცია პერმამენტული ხასიათის იქნება და ამით ,,რიონის ხეობის მცველებს’’მხარდაჭერას გამოუცხადებენ.აღსანიშნავია,ის ფაქტი,რომ უკვე 120 დღეზე მეტია მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ისინი აცხადებენ: ჰესის მშენებლობა მკვეთრად ავნებს ბუნებას და საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას.სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ავტონკოლონით გააგრძელეს მოძრაობა.შეგახსენებთ,რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ

იხილე მეტი
სიახლე 

კორონა ვირუსის გამო ფოთის რამოდენიმე ბაღი დაიხურა 16 04 21

ფოთში კორონავირუსის  გავრცელების  გამო,  4 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ,მაკა ზარანდიას  განცხადებით: ბაღებში, რეგულაციებით განსაზღვრული ტესტირების შედეგად :  ნომერ მე-2, მე-3, მე-12, მე-13 ბაღში, კოვიდ-19 ,  7 მასწავლებელს და 7 აღსაზრდელს დაუფიქსირდა,ქალაქში არსებული ეპიდვითარებიდან  გამომდინარე, ბაღების მთლიანად დახურვის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.შეგახსენებთ,რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქალაქში არსებული ყველა კერძო და საჯარო სკოლა, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკო ნიკოლაძის კოშკში გამოფენა მოეწყო 16 04 21

ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში ,ორი დროებითი ფოტო გამოფენა მოეწყო. კოშკში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის ფოთელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმის ფონდის საცავშია დაცული. გამოფენაზე, შეხვდებით წიგნისთვის ,,ფაზისიდან ფოთამდე” შექმნილ 22 მინიატურას, რომელშიც მოთხრობილია ფოთის ისტორია.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ: მსგავსი სახის გამოფენები და ღონისძიებები,სამომავლოდაც იგეგმება

იხილე მეტი
სიახლე 

1 მაისიდან ლიფტის საფასური იზრდება 16 04 21

1 მასისიდან, ფოთში ლიფტით მგზავრობის საფასური იზრდება, რამდენიმე უბანში კი უკვე გაძვირდა. აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, აღნიშნულთან დაკავშირებით,მერიის ადმინისტრაციამ, წერილობითი ფორმით გვიპასუხა: „ლიფტები არის მრავალბინიანი სახლების ამხანაგობების საკუთრებაში. მერიაში დღეს დილით შემოვიდა ინფორმაცია ტარიფის მომატებაზე. შესაბამისი სამსახური სწავლობს საკითხს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომ მობინადრეებიც კმაყოფილები დარჩნენ“.-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში.შეგახსნებთ, რომ ლიფტის საფასური შესაძლოა 20 თეთრამდე გაიზარდოს, აღნიშნული გაზრდილი საფასური,უკვე ქალაქის რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში,მოქმედებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 16 04 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.ფოთში 17 აპრილს დღისით +12 ° +14 °იქნება, ხოლო ღამით 11 ° 13 ° გრადუსი, დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.18 აპრილს დღისით +22 °+24 ° ;ხოლო საღამოს +13 ° +15 °.დღე უნალექოდ ჩაივლის,საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.19 აპრილს დღისით +16 ° +18 ° ; საღამოს +18 ° +20 °. დღე უნალექოდ ჩაივლის,საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

იხილე მეტი