სტუდია ვაშინგტონი 01 04 21
სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიდღეს საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას უახლოვდება.„სამწუხაროდ, ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ რაოდენობა იზრდება და საქართველოში მესამე ტალღის საშიშროება დგას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება მოდუნდა. მესამე ტალღა თუ დაიწყო, ეს იქნება ძალიან მძიმე ფონი და ძალიან მასობრივად გავრცელებადი ინფიცირება“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე.ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის აზრით, მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რეკომენდაციების დაცვა საჭირო აღარაა.„თანდათან მესამე ტალღისკენ მივდივართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მოსახლეობამ ჩათვალა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რეკომენდაციების დაცვა საჭირო აღარაა“, – ამბობს…
იხილე მეტიფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა
იხილე მეტიფოთში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სამხატვრო სასწავლებლის, სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ.გიული ღვანიას განცხადებით სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არაერთი პლენერის ჩატარება იგეგმება, როგორც ადგილობრივების ისე საერთაშორისო მონაწილეებით.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა
იხილე მეტიდღეს ფოთში, ახლგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა,რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.ქალაქში სულ 130 ნერგის განთავსება იგეგმება,აქედან უკვე,80 ნეკერჩხლის ნერგი აკაკის ქუჩაზე დაირგო, ხოლო 50 კვიპაროსი კი ნიკოლაძის სანაპიროზე. .აქციის ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი ღონისძიებები,როგორც ქალაქისთვის ისე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ,,გამწვანება” ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება
იხილე მეტიდღეს 31 მარტია,საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია ეროვნულ მოძრაობაზე,ზვიადის გზაზე და მის მომხრეებზე გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ავტორი: ირაკლი შონია,რომელიც ფილმის შექმნის პროცესზე გვესაუბრება.
იხილე მეტისაკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ინიციატივით გამოვიდა: ხალხის იმ კატეგორიას,რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს,მთავრობის არცერთი შეზღუდვა არ შეეხება.აღნიშნული თემით დავინტერესდით და ფოთელ მოსახლეობას ვესაუბრეთ, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინიციატივას არ ეთანხმება და ერთგვარ დისკრიმინაციად აფასებს. ამასთან მათ ვაქცინა საშიშად მიაჩნიათ და მაგალითად გარდაცვლილი ექთანი მოჰყავთ.საზოგადოება იმის გარანტიას ითხოვს,რომ ვაქცინის გაკეთება ფატალურად არ დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ არიან მზად აცრისთვის.შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს, ხოლო „ფაიზერის“ 30 000-მდე დოზა 24 მარტს შემოვიდა. ამ დროისთვის კი…
იხილე მეტიდღეს საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობენ იმაზე თუ, როდიდან მიეცემა აცრის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს. განიხილება, რომ ასაკი დაიწევს და რეგისტრაციას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ასევე განიხილება სათადარიგო სიების შექმნაც, იმისთვის, რომ დოზების დანაკარგი არ იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვინმე არ მივიდა ასაცრელად, აღნიშნული სათადარიგო სიიდან სხვა აიცრება.საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს.როგორც ევროპის…
იხილე მეტი25 მარტიდან ფოთის ნანა ალექსანდრიაა სახელობის საჭადრაკო კლუბში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.3 სხვადასხვა ტურნირში 75 მდე ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, ტურნირი 30 მარტს დასრულდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომები დაჯილდოვდნენ პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლებთან და დიპლომებთან ერთად თასებიც გადაეცათ.საჭადრაკო კლუბში ხშირად ეწყობა შეჯიბრებები,რომელშიც 100 მდე ფოთელი წარმატებული მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და მსგავსი ტურნირები სამომავლოდაც იგეგმება.
იხილე მეტიფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, მიმდინარე წლის მარტის თვეში დასრულდა.მას კონპანია შპს ,,სამტრედმშენი” აწარმოებდა რომლის ღირებულებაც 106,294 ლარს აღემატებოდა.როგორც,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფრატრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ლევან სონგულია, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს : აღნიშნული მოედანი, წლების მანძილზე ავარიული და მიტოვებული იყო,სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ინიციატივა კი მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე დასრულებულია და ყველა ასაკის მსურველს შეუძლია მისი გამოყენება.
იხილე მეტი