3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. 03.03.21
3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება რომელიც , საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.ამ დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე დღემდე ცალკე აღინიშნება.დედის დღეს,3 მარტს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.ფოთში კოვიდ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. დღეს ჩვენი ჯგუფი პოეტ რონა ბუბუტეიშვილს ესტუმრა, რომელმაც საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და ლექსი წაიკითხა.3 მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა,სწორედ ამიტომ საქართველოში ეს დღე უქმედაა გამოცხადებული.
იხილე მეტი