სიახლე 

ხმაური ფოთის მე-18 საარჩევნო უბანში 31 10 20

ხმაური იყო ფოთში მე 18 საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემის პროცედურა იქ დაგვიანებით დაიწყო. დამკვირვებლების თქმით არასწორად მოხდა წილისყრა და პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით ეს გამიზნულად მოხდა. უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოქმედი პარტიები არჩევნების წინ ბოლო განცხადებებს ავრცელებენ 30 10 20

არჩევნებამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. ჩვენი ჯგუფი დღეს ფოთში მოქმედი პარტიების შტაბებს ესტუმრა. თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა ჩვენი ეთერის საშუალებით მიმემართა ამომრჩევლისთვის და ბოლოჯერ მოეწოდებინა მხარდაჭერისკენ. ნაციონალური მოძრაობის ოფისში განცხადეს რომ ახალი თაობის ნათელი მომავლისთვის მეტი აქტიურობაა საჭირო. ევროპული საქართველოს წარმოადგენელის განცხდებით ხვალ მოსახლეობას არსებული სიტუაციის შეცვლის შანსი აქვს. ,,ლეიბორისტული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოსახლეობას მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ მათ პარტიას. პატრიოტთა ალიანსის ადგილობრივმა ლიდერმა აფხაზებთან ურთიერთობის დარეგულირებაში მისი პარტიის განსაკუთრებული როლი აღნიშნა. პარტია ლელოს წარმომადგენელი ამბობს რომ ქართველი ხალხი აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, რადგან „ოცნების“ დრო უნდა…

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე 30 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის N70-ე საოლქო კომისიის თვმჯდომარე სალომე როდონაია, რომელიც ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო კომისიების მზადყოფნისა და ახალი რეგულაციების შესახებ გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 30 10 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით 31 ოქტომბერს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლულბა უმეტესად უნალექოდ, ღამით დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. ტემპერატურა დღისით 22, 24 ღამით 14 16. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი.კვირა კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა დღის შუალედში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით 19 21 ღამით 13 15. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 6მ/წმ სიჩქარით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევაა 30 10 20

ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 პაციენტი სტაციონარშია გადაყვანილი, 20 კი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე განაგრძობს მკურნალობას.სულ ფოთში დარეგისტრირებული 269 პაციენტიდან გამოჯანმრთელებულია 116, გარდაცვლილია 1, ფოთის ჰოსპიტალში კი 38 პაციენტი იმყოფება.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა. 62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.გარდაიცვალა ზუგდიდის მცხოვრებია 64 წლის ქალბატონ. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.

იხილე მეტი

არჩევნები 2020, მაჟორიტარობის კანდიდატთა დებატები. ფოთი 29 10 20

არჩევნები 2020ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა დებატებიმონაწილეობენ:”კახა კუკავა-თავისუფალი საქართველო”- თამარ ფაჩულია.”გირჩი”- ბორის ყურუა”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- თეიმურაზ ფაჩულია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა 29 10 20

დღეს ფოთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სტუმრობდა. მან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზონაში ახლადამოქმედებული საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმოში სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება; ხოლო შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ში უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება და მათი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში განხორციელდება.ამჟამად საწარმოში კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი მიმდინარეობს .

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს წევრებმა ფოთში განცხადება გაავრცელეს 29 10 20

დღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გოგი წულაია მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ფაჩულიას მხარდასაჭერად ფოთს ესტუმრა. მათ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს. წლების წინ ე.წ ,,მორვაგზალის“ შენობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, თუმცა ფოთის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის ძალისხმევით იგი გადარჩა. წულაიამ ყურადღება ფოთის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი დავით ლოგუა 29 10 20

“კურსორის” სპეპციალური გამოშვების სტუმარია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების” სამეგრელოს რეგიონალური ხელმძღვანელი დავით ლოგუა . რომელმაც მოახლოებულ არჩვნებში ორგანიზაციის გამოწვევებზე და “კოვიდ-19”-ის პირობებში მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა

იხილე მეტი