სიახლე 

ფოთის თეატრი სპექტაკლების ჩატარებას ღია სივრცეში აპირებს 09 07 20

დღეს ცნობილი გახდა რომ, 13ივლისიდან კორონა ვირუსის გამო, დაწესებული რეგულაციები მოისხნება. დასაშვები გახდება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. ფოთის თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით, თეატრი მონატრებული სპექტაკლების ჩვენებას ღია სივრცეში გეგმავს რისთვისაც მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თუ სად და რა პირობებში ჩატარდება სპექტაკლები, ამასთან დაკავშირებით თეატრალები დამატებით განცხადებას გაავრცელებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეროვნული გამოცდები გრძელდება 09 07 20

მეოთხე დღეა რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და ის, დღეს კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება ყველანაერი რეკომენდაციების დაცვით უწევთ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაცია სრულდება და არანაერი დარღვევა გამოცდების პროცესში არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ გამოცდები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.

იხილე მეტი

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია ალექსანდრე გიორგაძე 08 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთელი აბიტურიენტი ალექსანდრე გიორგაძე, რომელიც კოვიდ 19ის პირობებში ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა 08 07 20

ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა. სადაც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღებას, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, რისთვისაც ევროპული სტანდარტებით სამწლიანი პროგრამა აქვს შემუშავებული. ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ევროპული მოდელით ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად. აღნიშნული აქტივობები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

რეკომენდაციები „ყირიმ კონგო“-ს ცხელების წინააღმდეგ 08 07 20

“ყირიმ-კონგოს” ცხელებით ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წელს ეს ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით გარდაცვალების მე-4 შემთხვევაა. სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ, პრევენციის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავსსურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა დაბუნებრივ კეროვან ინფექციას წარმოადგენს. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. „ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას ვესაუბრეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ზღვის წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია 08 07 20

“ლაბორატორილი კვლევის ცენტრმა” ზღვის წყლის ნიმუშები აიღო. გია რუხაძეს ინფორმაციით, სანაპიროზე გავრცელებული წყალმცენარეების ზღვის წყალზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით ოთხი სხვადასხვა ადგილიდან სინჯები აიღეს. გამოკვლევები ჩატარდა, როგორც ქიმიურ ასევე ბაქტერიულ მაჩვენებლებზე. ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის თქმით, ზღვის წყალი უსაფრთხოა, წყალმცენარეები ბუნებრივი და არატოქსიკურია და ხარისხზე ზეგავლენას არ ახდენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 2 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 08 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. 62 წლის ლანჩხუთელ და 43 წლის სამტრედიელ მამაკაცებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 102 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 14.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 337ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია რამაზ კინწურაშვილი 07 07 20

კურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია სინოპტიკური სამმართველოს უფროსი რამაზ კინწურაშვილი რომელიც, ამინდის პროგნოზს გაგვაცნობს და ფოთელი მოსახლეობისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდაციებს გასცემს.

იხილე მეტი