სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 19 06 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 20ივნისს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი,დღისით უმეტესად უნალექოდ, ღამით დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22 ° +24°; ღამით: +19 +21 იქნება.21ივნისს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი ,ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც, ღამით უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22 +24 ; ღამით: +20 +22 იქნება22ივნისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ძირითადად უნალექოდ, დილით ბურუსი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23 +25; ღამით +20 +22იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი განცხადებას ავრცელებს 19 06 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს, ის რუსთაველის რკალზე ორ ლოკაციაზე თვითნებურად მოწყობილ ავტომანქანების ბაზრობას აპროტესტებს, რაც როგორც თავად განმარტავს ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მამუკა ხორავა სპეციალური ტერიტორიის გამოყოფას და ავტომანქანების ბაზრობის გადატანას ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 1 ახალი პაციენტი იმყოფება 19 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, კლინიკაში იმყოფება 30 წლის პაციენტი ფოთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“-კვლევისთვის. ამჟამად ის ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 50 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 47 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 136 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გიორგი კოკაია 18 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთელი სტუდენტი გიორგი კოკაია, რომელმაც პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად იუმორისტული ონლაინთამაში “სახალისო რა სად როდის” მოიფიქრა და 1 თვის განმავლობაში მათთან ერთად ონლაინ თამაშობდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელთა აზრი ზებრა გადასასვლელზე გახშირებული ავარიების შესახებ 18 06 20

ბოლო დროს ჩვენს ქალაქში ზებრა გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა. რამდენად იცავენ მოქალაქეები გზაზე გადასვლისას წესებს და რა არის მიზეზი გახშირებული შემთხვევბის. მძღოლების თუ მოქალაქეების უყურადღებობა? აღნიშნული საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამოკვლეულ 45 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 18 06 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 45 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 41 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 42 პირია თვითიზოლაციაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტანსაცმლით მოვაჭრეთა აქცია გაიმართა 17 06 20

ხმაური იყო ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე, ამ დილით ე.წ “პასაჟებში” მოვაჭრეებს მათი მაღაზიები დაკეტილი დახვდათ. როგორც ტანსაცმლის რეალიზატორები ამბობენ ისინი ბაზრობის მოსალოდნელი დახურვის გამო არავის გაუფრთხილებია და არც მიზეზი განუმარტავთ . ადგილზე დილით მისულებს კი მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ ,რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო,რადგან ბაზრის ტერიტორიაზე მისასვლელი გზა ჩახერგილია და ხანძრის შემთხვევაში მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ. ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია მოვაჭრეებს მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ პროცესს, ქალაქის მერიასა და ზედამხვედველობის სამხახურს კი მოუწოდებს მიიღონ ზომები და უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შეგახსენებთ ,რომ 2017 წლის ივლისში ე.წ “პასაჟები”ხანძრის…

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია ალექსანდრე მოწერელია 17 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ყოფილი „უშიშროების“ შენობა მხატვრებს გადაეცა 17 06 20

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. „უშიშროების შენობის“ სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ მხატვართა სახლი განთავსდება. მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩეოდა. ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადმოეცა, ის მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგებდა. გაყიდვის შემდეგ შენობა სავალალო მგდომარეობაში აღმოჩნდა, რაც ცალკეული მოქალაქეების, მედიისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის არაერთი პროტესტის მიზეზი გახდა.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი კვლავ მწვანე ზონაშია 17 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ერთი მათგანი ფოთის მცხოვრებია, მეორე კი, ლანჩხუთელი. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 35 პირი იმყოფება. რეგიონში ამ დროის მონაცემებით თვითიზოლაციაში 20 პირია. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი