„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნანუკა ღურჯია 16 06 20
„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დირექტორი ნანუკა ღურჯია
იხილე მეტი„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დირექტორი ნანუკა ღურჯია
იხილე მეტიდღეს კოლხეთის ეროვნულ პარკში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გზა ჯანსაღი მომავლისკენ“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. სადაც ,,ნარკომანია” ,,ლუდომანია” და ,,ალკოჰოლიზმის” თემაზე ისაუბრეს. პროექტის მენეჯერმა იამზე გორგოტაძემ პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
იხილე მეტიტაბიძის ქუჩაზე, ყოფილი პროფ ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები დევნილები მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც თავად ამბობენ ქვეწარმავლების რიცხვმა იმატა რის გამოც ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ დევნილები ასევე ყურადღებას იმ დაპირებებზეც ამახვილებენ რომლის მიხედვითაც აივნების მონტაჟი და ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი უნდა მოწყობილიყო. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ საკითხის გარკვევას დევნილთა განყოფილებაში შევეცადეთ. როგორც ირაკლი ლეჟავამ აღნიშნა პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე მიმდინარეობს ირაკლი ლეჟავას თქმით, აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით, დევნილთათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობის მოწყობა იგეგმება.
იხილე მეტიპირველი ივლისიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. მიწის სისტემური რეგისტრაცია მომავალი თვიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება.პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის დარეგისტრირება ორი: სპორადული და სისტემური რეგისტრაციის გზით შეუძლიათ. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის აღრიცხვა დაინტერესებული პირების განცხადებისა და მისი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. სისტემური რეგისტრაციისას კი ყველა საჭირო პროცედურას საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ამდროისთვის კლინიკაში 2ახალი პაციენტი იმყოფება. ესენი არიან 71 წლის მამაკაცი ფოთიდან და 39 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას.
იხილე მეტიკურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი.
იხილე მეტიდღეიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს. ჩვენი ჯგუფი დღეს კოლხეთის ეროვნულ პარკს ესტუმრა. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. დეტალები იხილეთ ჩვენს სიუჟეტში.
იხილე მეტილაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო. გია რუხაძის ინფორმაციით, სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია
იხილე მეტიფოთში, რეკვავას ქუჩაზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია პერფორმანსი ლოზუნგით “ქუჩა ჩემი სიამაყეა” მოაწყო. დღევანდელი პერფორმანსით ქალაქში არსებულ მოუწესრიგებელ საავტომობილო გზებს გამოეხმაურნენ. გოგი წულაიას თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ცენტრალური ქუჩის გადაკეტვით იმუქრება. ასევე დასძინა, რომ ის აპირებს საქართველის მასშტაბით შემოიაროს სხვადასხვა ქალაქები და მსგავსი პერფორმანსებით ხელისუფლება არა ერთხელ შეარცხვინოს .
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მისივე თქმით ოთხი მათგანი ფოთის მცხოვრებია, ერთი კი ქუთაისიდანაა ის საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 40 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 20 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 33 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.
იხილე მეტი