სიახლე 

ფოთში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში ჩართული პირები დააჯილდოვეს 12 06 20

დღეს ფოთს მერიაში საგანგებო რეჟიმის პერიოდში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში ჩართული უწყებებისა და სამსახურების წარმომადგენლებს, მოხალისეთა ჯგუფებში ჩართულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს. ფოთის მერიასთან შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, მონაწილეობა მიიღეს უფასო სასადილოს ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანის პროცესში, ბანკების ფილიალებთან და ბანკომატებთან, აგრეთვე სასურსათო მაღაზიებთან მოქალაქეთა რიგების მოწესრიგებაში. ქალაქში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. გაიკრა გამაფრთხილებელი სტიკერები, მოხალისეები დღის განმავლობაში ორჯერ, დილისა და საღამოს საათებში გადაადგილდებოდნენ ქალაქის ტერიტორიაზე და მეგაფონით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ. სურსათისა სავაჭრო ობიექტებში რამდენიმე ეტაპად დარიგდა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. საგანგებო რეჟიმის პერიოდში დახმარება 7000ზე მეტ ოჯახს გაეწია.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია გიგა დანელია 12 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ემიგრანტი ქართველი გიგია დანელია რომელიც დაბრუნდა სამშობლოში და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციის თანახმად 2 კვირიან კარანტინს ყაზბეგის ერთერთ სასტუმროში ატარებს

იხილე მეტი
სიახლე 

„ქართული ოცნება“ ფოთის საკრებულოს სამმა წევრმა დატოვა 12 06 20

დღეს ფოთში საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოში, ფრაქცია ,,ქართული ოცნება” სამმა წევრმა: თორნიკე შონიამ, ხვიჩა ცხვიტარიამ და ზურაბ ჩაჩუამ დატოვა. მათ ახალი ფრაქცია „ქართული ფესვები“ ჩამოაყალიბეს და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ფესვებს“ შეურთდნენ. როგორც თავად განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, გუნდში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება გახდა. თორნიკე შონიას განცხადებით პარტია ,,ქარულ ფესვები“ , რომელიც ახალი შექმნილია. ხალხის კეთილდღეობაზე და საქმის კეთებაზე იქნება ორიენტირებული. სხდომაზე ასევე განიხილეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქში დასაფინანსებელი პროექტები.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია ბესო ჩუბინიძე 12 06 20

კურსორის სპეციალური გამოშვების პირველი სტუმარია პარტია ,,ქართული ფესვები“ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბესო ჩუბინიძე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 2 პაციენტს კოვიდ -19 არ დაუდასტურდა 12 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის 51 წლის მამაკაცის, და 74 წლის ქალის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ოროვე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 59 მებაჟის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 51 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 39 პირია თვითიზოლაციაში.

იხილე მეტი

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია ნანა ტაბიძე 11 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების მეორე სტუმარია ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე რომელიც კოვიდ19ის პირობებში ტურიზმის სფეროში შემოაღებული წინა წლებთან შედარებით განსხვავებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესახებ გვესაუბრება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია სოფო თეთრაძე 11 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი სოფო თეთრაძე შვედეთიდან. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით შვედეთის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა და მთავრობამ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პანდემიის პერიოდში განსხვავებული რეგულაციები და შეზღუდვები შემოიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ შეჩერებულია 11 06 20

ფოთში საუკუნის პროექტად წოდებულ კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად ჰოლანდიური კომპანია ,,ტაჰალ გრუპი“ ახორციელებს. მოსახლეობის უკმაყოფილებას გადათხრილ ქუჩებში მოძრაობის გართულება იწვევს. განსკუთრებული პრეტენზიები ცენტრალური გზების გადაკეტვას მოჰყვება ხოლმე. აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმცა 2 დღეა მუშაობა შეჩერებულია, ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა სურვილის შემთხვევაში “ტაჰალ გრუპის” ხემძღვანელობას კომენტარის გასაკეთებლად დროს დაუთმობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ემიგრანტი საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში წვლილის შეტანას აპირებს 11 06 20

ვალიკო მაქაცარიას სახელობის ფოთის საცხენოსნო სასპორტო სკოლა იპოდრომის ტერიტორიაზე წლებია ფუნქციონირებს და აქ მრავალი დოღი თუ მარულა გამართულაამიერკავკასიაში კი პირველი ცხენსაშენი 1903-05 წლებში მუხროვანში და შემდეგ კი ყულარში სომეხმა ბიზნესმენმა და მეცენატმა მეჩეთოვმა ააშენა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი სუფთა სისხლის ცხენების გამრავლებას საქართველოში. 2001 წელს ქართველი ბიზნესმენის მიერ ყულარის ცხენსაშენში სისხლის განახლების მიზნით აშშ -დან ჩამოყვანილი იქნა ორი ერთეული სუფთა სისხლის ულაყი სახელად “ჩერმენი” და “მუგამი”. რომლებიც იმ დროისათვის ძალიან ცნობილი ცხენები იყვნენ მათი გამარჯვებებით და მიღწევებით. მას შემდეგ ეს პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერებულია თუ რა გზები არსებობს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონ ავირუსი არ დაუდასტურდათ 11 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით კლინიკაში დაიტესტა 64 და 65 წლის მამაკაცები, ასევე 25 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი.“ ყველა პასუხი უარყოფითია ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 75 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 40 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 26 ნიმუში გამოიკვლიეს.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

იხილე მეტი