სიახლე 

ხობში სოციალურად დაუცველებს პროდუქტები გადასცეს 14 04 20

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს. სასურსათო ნობათს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯფგუფები მიიღებენ. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტს 1400-ზე მეტი ოჯახი ღებულობს. პროდუქტების გაცემის პროცესს დღეს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. სასურსათო ნობათს მერიის წარმომადგენლები ბენეფიციარებს ადგილზე მიართმევენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევა არ დაფიქსირებულა 14 04 20

ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია გრძელდება. წუხელ, კომენდანტის საათის დროს კი ფოთში არც ერთი კანონდარღვევა არ დაფიქისირებულა. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით ,,გრძელდება ყველა პრევენციული ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. მკაცრად კონტროლდება თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა, სურსათის სავაჭრო ობიექტები. მონიტორინგია დაწესებული ფასებზე კონტროლდება ქალაქის ორივე შემოსასვლელი, ტარდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი..

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 24 ხოლო კარანტინში 2 ადამიანი იმყოფება 13 04 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია:13 04 20„დღეს ავუღეთ ორ პაციენტს COVID-19-ზე ანალიზი და გაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ლანჩხუთიდან შემოიყვანეს. ორივე ქალბატონია, მათ მხოლოდ ცხელება აქვთ , დანარჩენი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ერთ-ერთი არის ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებები აქვს, ხოლო მეორე ისეთ ადგილას მუშაობდა,სადაც კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, საჭიროდ ჩავთვალეთ შეგვემოწმებინა. ასევე, თვითიზოლაციაზე ავიყვანეთ ტრაილერის მძღოლები, ამ რეჟიმში ბოლო მონაცემებით 24 იმყოფება, ხოლო კარანტინიდან შვიდი მოიხსნა და დარჩა ორი ადამიანი“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალგაზრდებმა საქველმოქმედო აქცია განაახლეს 13 04 20

ქალაქის ცენტრში იუსტიციის სახლთან კვლავ შეიკრიბნენ ფოთელი ახალგაზრდებირომელთა ინიციატივით პროდუქტებისა სხვა აუცილებელი ნივთების შეგროვება ხდება. მოსახლეობის მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად პროდუქტების განაწილება მოხდება. ამ, ეტაზე ისინი 30 ოჯახს ეხმარებიან . აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ გამოიჩინონ მეტი ინიციატივა და დაეხმარონ იმ ადამიანებს რომელთაც ძალიან სჭირდებათ თანადგომა. მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ

იხილე მეტი
სიახლე 

რა სიახლეებია სკოლებში პირველ კლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით 13 04 20

2020-2021 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 ეტაპად განხორციელდება. რა განსაკუთრებული პირობები შეიქმნა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდომარეობის შედეგად , ამის შესახებ ფოთის რესურსცენტრის უფროსს გოჩ ქორქიას გავესაუბრეთ სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭალადიდიში ზუთხის იშვიათი სახეობა ისევ დაფიქსირდა 13 04 20

წითელ ნუსხაში შეტანილი, მსოფლიო მასშტაბით კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის უიშვიათესი სახეობის ჯარღალას მეორე ინდივიდი მდინარე რიონში, ამჯერად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივმა მეთევზემ დავით კვაჭანტირაძემ ანკესით თევზაობისას, შემთხვევით დაიჭირა ჯარღალას მოზარდი ეგზემპლიარიმეთევზემ აღნიშნა, რომ მან ზუთხის ეს სახეობა დაჭერისთანვე ამოიცნო, რომლის მნიშვნელობის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სატელივიზიო სიუჟეტით გაიგო.როგორც წინა შემთხვევაში, მოხდა ჯარღალას ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, გენეტიკური სინჯის აღება და თევზის ცოცხლად დაბრუნება მდინარე რიონში.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში ხორბლის მარაგი 6300 ტონით შეივსო 13 04 20

საქართველოს ხორბლის მარაგები კიდევ 6300 ტონა ხორბლით შეივსო , რომელიც კომპანია “ბევრილი ჯგუფმა” შემოიტანა, კომპანიის წარმომადგენელთ განცხადებით, მარაგების შევსება სტაბილურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობის პურპროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა 12 04 20

დღეს მართმადიდებელი ეკლესია ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს. მრევლი სადღესასწაულო ლიტურგიას ტაძრის ეზოში, სპეციალურად მათთვის მონიშნულ ადგილზე ისმენდა და სოციალურ დისტანციას იცავდა. ზიარება კი უცვლელად ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

TBC ბანკი დისტრიბუტორებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს (R) 10 04 20

(R) მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს – სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს. თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით – ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ. ამისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება. სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო ცენტრით (032 2 27 27 27) დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება ასევე თიბისის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 10 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 11აპრილს მოსალოდნელია ცვალდებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10° +13°; ღამით: +8° +10 12აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7 +12 ; ღამით: +9° +11 იქნება. 13 აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11°+13° ; ღამით +8° +10° იქნება

იხილე მეტი