სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის პირველმა ღამემ ექსცესების გარაშე ჩაიარა 01 04 20

ფოთში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირველმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ქალაქის მერის თქმით განსაკუთრებული დარღვევები არ ყოფილა. მოქალაქეები შეძლებისდაგვარად იცავენ რეკომენდაციებსა, იყო რამდენიმე მითითება, რომელიც გაიცა პოლიციის თანამშრომლების მიერ, ასევე გამოწერილ იქნა სამი ჯარიმაა ფიზიკურ პირზე და ერთი ჯარიმა იურიდიულ პირზე, რომლებიც უკავშირდებოდა საგანგებო წესების დარღვევას.ფოთში არსებულ ცხელების ცენტში გადაყვანილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, მათ სკრინინგო-თერაპიის კვლევის შედეგად გამოუვლინდათ მაღალი ტემპერატურა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მათი ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფილიალში აცხადებენ, რომ COVID 19 -ით…

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში ბლოკპოსტების ფუნქციონირებას გაეცნო 01 04 20

ფოთში, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ქალაქის ორივე შემოსასვლელში განთავსებული ბლოკ-პოსტების ფუნქციონირებას გაეცნო.  იქ განთავსებული პერსონალისაგან მან სამუშაო პროცესის უკეთ ორგანიზებისათვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და  შესაბამისი დავალებები გასცა. გუბერნატორის განცხადებით, ბლოკ-პოსტები კარგად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და COVID-19ის შემდგომი გავრცელების პრევენციისათვის მათ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო პაციენტების იდენტიფიცირება და იზოლაცია. ” ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში გადაყვანილია ამჯერად დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქე, ასევე ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისათვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ფოთის საგუშაგზე 6 შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზრის ადმინისტრაცია გარე მოვაჭრეებს შეღავათებს სთავაზობს 01 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოში აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში  მოქალაქეები  არ იცავენ სოციალური დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს.თუ რა მდომარეობაა ამ მხრივ ფოთში ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, ფოთის აგრარულ ბაზარში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე ჩატარდა მონიტორინგი, მისი დამფუძნებლის ნოდარ კორსანტიას განცხადებით სააგენტოს წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ არსებული მდგომარეობით. ბაზარში სისტემატურას ტარდება დეზინფექციის სამუსაოები, ყოველ დილით ტარდება მოვაჭრეთა და მთელი დღის განმავლობაში  მყიდველთა თერმოსკრინინგი. აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია საგანგებო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ტაქსისტებს პირბადეები დაურიგდთ 01 04 20

დღეს ფოთში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით , მისი შტაბის წარმომადგენლებმა ტაქსის მძღოლებს მრავალჯერადი გამოყენების, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგეს. აქცია რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. ინტერვიუ შაკო კორონავირუსის პრევენციის მიზნით მაჟორიტარის ინიციატივით , მისი დაფუძნებული ფირმის მიერ ცენტრალურ ფონდში 100 000 . ხოლო უშუალოდ ფოთს საჭიროებებისთვის დამატებით 50 000 ლარი გადაირიცხა

იხილე მეტი
სიახლე 

კომუნალურ გადასახადებზე გარკვეული შეღავათები დაწესდა 01 04 20

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

სოფელ რუხში საკარანტინო დანიშნულების კარავი განთავსდა 01 04 20

სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან, ასევე იქ განთავსებული ექიმები შემოწმების შემდეგ განსაზღვრავენ მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ თუ სამედიცინო დაწესებულებაში. რუხში განთავსებული სამედიცინო დანიშნულების კარავი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული სამედიცინო დანიშნულების კარვის ფუნქციონირების საკითხებს ადგილზე გაეცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

მოხალისეები ფოთიდან – სიკეთე გადამდებია 31 03 20

საქართველოში COVID 19-ის გავრცელების შემდეგ, ბევრი ოჯახი ეკონომიკირი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ფოთში ახალგაზრდების ინიციატივით მოხალისეების ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც თანაქალაქელების დასახმარებლად გაერთიანდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პირბადეების დარიგება მიმდინარეობს 31 03 20

ფოთში , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პირბადეები თავდაპირველად გადაეცემა მათ, რომლებიც არსებული საფრთხის მიუხედავად ემსახურებიან მოსახლეობას. ამ კატეგორიაში არიან – 70 წელს გადაცილებული ადამიანები,მებაჟეები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში და პოლიციელები. მათივე ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც. პირბადეები დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული, შეკერილია დოლბანდისგან და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება. პირბადეები ფოთში , სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე…

იხილე მეტი
სიახლე 

“კოლხეთი 1913”-ის საქველმოქმედო აქცია ფოთში 31 03 20

დღეს ფოთის “კოლხეთი 1913”-მა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა, ერთჯერადი სასურსათო დახმარებები გაეწიათ გუნდის სტაჟიან გულშემატკივრებს, ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს. ზემოთაღნიშნული დახმარებები გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ფეხბურთელებმა მათ სახლებში მიართვეს

იხილე მეტი
სიახლე 

საკონტროლო პუნქტები ზუგდიდის შესასვლელებშიც გაიხსნა 31 03 20

სამეგრელო ზემო- სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში იმყოფებოდა, სადაც ავტომობილებში სოციალური სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმო-სკრინინგი მიმდინარეობს. მან სამხედროებსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და 600პირბადე გადასცა. პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები ფოთის შესასვლელსა გასასვლელში და ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთანაა მოწყობილი.

იხილე მეტი