სიახლე 

ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სამხედრო ქვედანაყოფები განთავსდნენ 31 03 20

ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან სადაც ბლოკ პოსტებია განთავსებული რიგებია. ყველას, ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის თერმო-სკრინინგი უტარდებათ. მოსახლეობა თვლის რომ,ეს აუცილებელი პროცედურაა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ყველამ უნდა გაითვალისწინოს. აღსანიშნავია რომ ბლოკ-პოსტებზე სამხედრო ქვედანაყოფებიც იმყოფებიან და მაქსიმალური სიმკაცრით კონტროლდება აღნიშნული პოსტები. განსაკუთრებული ყურადღება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლებს ექცევათ.იმ შენთხვევაში თუ რომელიმე მათგანს ვირუსისთვის საეჭვო ნიშანი აღმოაჩნდება მისი მოთავსება საიზოლაციო კარავში მოხდება. ადგილზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია იმყოფებოდა რომელმაც აღნიშნა რომ, ქალაქში სატვირთო გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინტერვიუ გოჩა. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის კესო გელენიძის თქმით თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი კვლავაც აქტიურად…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში ხვალიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება 30 03 20

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა  მკაცრდება.  აქედან გამომდინარე იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით   გადადგილება, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა (ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი,  მგზავრები აუცილებლად უკანა სავარძელზე) იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა (დასაშვებია მხოლოდ უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან საავადმყოფოში გასვლის შემთხვევა) საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება კომენდანტის საათი. ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას პირმა უნდა იქონის პირადობის დამადატურებელი საბუთი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ემიგრანტები ახალ “კორონა ვირუსის” შესახებ 30 03 20

საქართველოს ათეულათასობით მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით საზღვარგარეთ იმყოფება. ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ისინი, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტები, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. სახელმწიფოებს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია, ბევრი მათგანი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება. დღს  ჩვენ ორ ფოთელ ახალგაზრდას დავუკავშირდით, რომლებიც იტალიასა და გერმანიაში იმყოფებიან და იქ არსებულ მდობარეობაზე გვესაუბრნენ. ახალი კორონავირუსი უკვე 100 მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეპარქიის უპოვართა სასადილო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა 30 03 20

1997 წელს ფოთის ეპარქიასთან არსებულმა უპოვართა სასდილომ    დაიწყო ფუნქციონირება რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია „IOCC-ლაზარე“ – ს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროგრამის დასრულების შემდეგ, 1999 წლიდან ეპარქიამ დამოუკიდებლად გააგრძელა უფასო სასადილოს პროექტი, რაშიც სხვადასხვა პერიოდულობით მონაწილეობას  კერძო პირები და ორგანიზაციები იღებდნენ მოგვიანებით სასადილოს შეეცვალა სტატუსი და მას ეწოდა „სამზარეულო უპოვართათვის“; უკანასკნელ წლებში ამ პროექტს შემოუერთდა სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“. 2016 წლიდან კი პროექტს შემოუერთდა „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“; კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების მიზეზით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო,  ,,უპოვართა სასადილო“გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მის დასრულებამდე, თითოეულ ბენეფიციარს ცხელ სადილს საცხოვრებელ მისამართზე…

იხილე მეტი
სიახლე 

გაიცანით, ფოთელი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 30 03 02

გლობალურ პანდემია “covid 19”-თან ბრძოლაში ბევრი განსხვავებული პროფესიის ადამიანია ჩართული. მათ შორის ყველაზე დიდი შრომა ექიმ ინფექციონისტებს მიუძღვით. სწორედ ამ ადამიანების რჩევებსა და დარიგებებს ითვალისწინებენ სახელმწიფოები და მათი მოსახლეობა. მათი შრომის დასაფასებლად   მთელი საქართველოს მაშტაბით სოლიდარობის აქცია მადლიერების ტაში“  მოეწყო. – ჩვენ კი დღეს მოგიყვებით ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტ , წარმოშობით ფოთელ  ალექსანდრე გოგინავაზე. რომელსაც   ხშირად  ვხედავთ ცენტრალურ  არხებზე   საიდანაც  გვაწვდის ინფორმაციას ქვეყანაში  არსებულ მდგომარეობაზე და რჩევებს არ იშურებს ჩვენთვის. როგორც  მამამისი, ფოთში ცნობილი ექიმი  გია გოგინავა , ჩვენთან საუბარში ამბობს, ალექსანდრემ ეს პროფესია ოჯახისთვის  მოულოდნელად აირჩია. ალექსანდრე გოგინავამ დაძაბული სამუშაო…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 30 03 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 31მარტს მოსალოდნელია  ცვალდებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13° +15°; ღამით: +8° +10 1აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული  ამინდი უმეტესად უნალექოდ.  ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +9° +11 იქნება. 2 აპრილს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10°+12° ; ღამით +9° +11° იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

წყალწმინდასთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა 30 03 20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის 2 ავტომობილი შეეჯახა,რის შემდეგაც ოპელის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა  სასწრაფო დახმარების  ექიმის ქრისტინე დანელიას  განცხადებით  ადგილზე მისულებსა ერთი დაზარალებული და ერთი გარდაცვლილი დახვდათ. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება,მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო  და ამიტომ მან ჰოსპიტალიზაციაზე  უარი განაცხადა.  შემთხვევს ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის შესასვლელებში ბლოკპოსტებმა დაიწყო ფუნქციონირება 30 03 20

ფოთის შესასვლელსა და გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები უკვე განთავსდა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა,  ქალაქში შესასვლელი და გასასვლელი მკაცრად კონტროლდება. „საპოლიციო ბლოკ-პოსტები ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები, მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.  სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა. მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ ნიშნავს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადებას. ანალოგიური  ღონისძიებები მთავრობამ ზუგდიდშიც განახორციელა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თანადგომის სახლისთვის პროდუქტების შეგროვება გრძელდება 28 03 20

covid 19-ის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო აქციებს კომპანია “ნიკორა”,” chanel energy”, “GTE”, “ბარონ ლაუნჯი”, შპს “BMB” და “კაისა-ორი” შემოუერთდნენ. მათ სურსათით მოამარაგეს ფოთის “თანადგომის სახლის” ბენეფიციარები.აქცია გრძელდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხალისეობრივად შემოუერთდეს არსებულ კამპანიას და სურსათი მიაწოდოს კოსტავას 35 ნომერში არსებულ “თანადგომის სახლს”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი განცხადებას ავრცელებს 28 03 20

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა, ირაკლი ხახუბიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მან ფოთში მოქმედ ორგანიზაციებს მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიონ შესაბამის სამსახურებს. აქვე აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანიაც ჩართულია სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ინიციატივების განხორციელებაში. ამასთან ვირუსის საწინააღმდეგო ფონდში, მათ მიერ ჩარიცხულ იქნა 100 000 ლარი, ხოლო დამატებით 50 000 ლარი გადარიცხულ იქნა უშუალოდ ქ. ფოთის საჭიროებისათვის.

იხილე მეტი