სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრებმა წმ. პანტელეიმონის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს 24 01 19

ფოთის საკრებულოს წევრებმა, დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულეს.ცნობისათვის, ნაბადის უბანში, სარსანიას ქუჩაზე ეკლესიის აგება 2009 წელს დიწყო, თუმცა უსახსრობის გამო მშენებლობის პროცესი დღემდე შეჩერებულია. მიმდინარე წლის 23 იანვარს საკრებულოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც ტაძის გადახურვას მოხმარდება. ტაძრის ეზოში უკვე მეექვსე წელია წმინდა პანტელეიმონის სახელობის სამლოცველო ფუნქციონირებს, სადაც საღვთო მსხაურებას მამა დავითი ატარებს. ის იმედოვნებს, რომ ღვთის ნებით ტაძარის მშენბლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ 24 01 19

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის მხრიდან, აღმასრულებელი რგოლის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ სხდომაზე, 2019წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის სკითხის განხილვას, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციური ფრთის მტკიცებით ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება და ამით მოსახლეობა ზარალდება. მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალები იხილეტ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ 24 01 19

დღეს ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო სკოლის მოედანი დაათვალიერეს. ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის გიორგი რევაზიშვილის განცხადებით, ქართული ფეხბურთი წლებია აქ გაზრდილი ფეხბურთელებით საზრდოობს და აუცილებელია ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი ჰქონდეს. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ფოთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა.ის სკოლის მწვრთნელებსა და მოსწავლეებს შეხვდა და განაცხადა, რომ ფედერაცია უახლოეს მომავალში, სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მოედნის ახალი საფარის დაგებას უზრუნველყოფს.

იხილე მეტი
სიახლე 

„სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდა. 23 01 19

2018 წლის „სუფთა რეგიონის“ დაჯილდოების ფარგლებში სულ 7 გამარჯვებული გამოვლინდა. ნუსხა ასე გამოიყურება: • ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ -კახეთი; • ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ზუგდიდი; • ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; • ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფ. ჭორვილა (საჩხერე); • ნომინაცია „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი); • ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ პირველი ადგილი სამმა გამარჯვებულმა დაიკავა. “ლამაზი ეზო” გამარჯვებულია აკაკი გედენიძე (ხონის მინიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” გამარჯვებულია ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო” გამარჯვებულია ღვინის კომპანია GWS თელავი. კონკურსის ორგანიზატიორების განცხადებით პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც…

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე 23 01 19

ფოთის საკრებულოს მე-2 რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გააპროტესტა. მათი მტკიცებით, აღმასრულებელი ხელისუფლება თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას და ამით მოსახლეობა ზარალდება. “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ, ბიუჯეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან განაცხადა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძლო უწოდა. მისი თქმით აღმასრულებელი რგოლი კანონის შესაბამისად მოქმედებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საბავშვო ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდა 22 01 19

ნიკო ნიკოლაძეს სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდა, სადაც სახელოვნებო ცენტრთან არსებული საესტრადო სტუდია „ონავრები“ მონაწილეობდა, რომლის ხელმძღვანელი ლელა ნარსიაა. ჯგუფმა ყველასათვის ცნობილი საბავშვო სიმღერები შეასრულა. ღონისძიება, თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის, მესამე კლასელებისთვის მოეწყო, სადაც მონაწილეობა მათ თვადაც მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება 22 01 19

H1N1 ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 1 კვირის დაგვიანებით განახლდა. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის დაწყებამდე სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას თქმით, ყველა სკოლას მისცეს მითითება, რის საუძველზეც დაავადების თვიდან აცილების მიზნით, საკლასო ოთახებს სპეციალური ხსნარებით ასუფთავებენ. მისივე თქმით, დააკვირდებიან სკოლებში სრულდება თუ არა გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული სამუშაო. მე-4 სკოლის დირექტორის გივიკო ხომერიკის თქმით, მათ ლიცენზირებული გერმანული წარმოშობის წამალი შეისყიდეს, რითაც კლასების და დერეფნების დეზინფექცია ხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. გოჩა ქორქიას თქმით, სასწავლო პროცესზე…

იხილე მეტი
სიახლე 

“მეცხრე ტალღის” ეთერში ახალი გადაცემა გავა 22 01 19

„სტუმრად არტ გალერეა 34-ში“, ასე ქვია გადაცემას, რომელიც „მეცხრე ტალღის“ ეთერში ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე გავა. ის, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღისა“ და „არტ გალერეა 34“-ის ერთობლივი პროექტია. გადაცემის წამყვანი, ია როგავა, მოწვეულ სტუმრებთნ ერთად საინტერესო თოქ-შოუს გვპირდება.

იხილე მეტი

,,კურსორი”-ს სტუმარი, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ზიზი გაგუა 21 01 19

„კურსორის“ სტუმარი, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ზიზი გაგუა, გრიპისადა წითელას ვირუსთან დაკავშირებით, ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 21 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სმსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 24 იანვარის ჩათვლით უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 11 °, ხოლო მინიმალური +4° დაფიქსირდება.

იხილე მეტი