სიახლე 

ფოთის მე-7 სკოლის ღონისძიება

ფოთის მე-7 საჯარო სკოლამ დღეს საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ჩაატარა ღონისძიება ,,ბავშობა ლამაზი ზღაპარია” მონაწილეობდნენ სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და მაყურებლის წინაშე საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ქართულ პოლონურ პროექტში 06 06 18

ქართულ პოლონური პროექტის ფარგლებსი ფოთის თეატრმა დედაქალაქში 2 დღიანი ტურნე გამართა, პირველ დღეს გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ “მკვადრი ქალაქი”-თ წარსდდგნენ  ხოლო თუმანიშვილის თეატრის მაყურებელს სპექტაკლი “ჩარეცხილები” წარუდგინეს, ქართულ პოლონურ პროექტში ფოთის თეატრთან ერთად სხვადასხვა თეატრები ღებულობდნენ მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

შემაჯამებელი კონცერტი ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში 06 06 18

დღეს არჩილ ხორავას სახელოვნებლო სასწავლებელში პედაგოგ საშა გუჯაბიძეს კლასისშემაჯამებელი კონცერტი გაიმრათა სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “ბილივი”-ს საგანმანათლებლო კურსი 06 06 18

ფონდ ,,ბილივის’’ მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების 5 თვიანი სასწავლო კურსი ხორციელდება. საგანმანათლებლო კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის და ეხმარება მათ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების პროცესში. სასწავლო კურსში ჩართულნი არიან მხოლოდ ის აბიტურიენტები, რომელთა საგამოცდო საგანი – სამოქალაქო განათლებაა. კურსის ფარგლებში, ყოველ კვირეულად აბიტურიენტისათვის მიმდინარეობს ლექცია-სემინარები საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებით. ამასთან, აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა აიმაღლოს ცნობიერების დონე სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. კურსს მოხალისეობრივად წარმართავს პოლიტოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ბაქარ ერაგია. მოცემული სასწავლო კურსი, სწორედ ბაქარის მოხალისეობრივ ინიციატივას წარმოადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები ფოთში 04 06 18

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, წვიმიანი ამინდების შემდეგ, ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დღეს დილიდან დაიწყეს. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ, მერის წარმომადგენლები უბნებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, მეფუტკრეებს შეხვდნენ და რეკომენდაციები გააცნეს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება ქალაქის შიდა ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის ოთხივე უბანში ერთდროულად დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 14 წლამდელთა საკალათბურთო მატჩი გაიმართა 04 06 18

კვირას 3 ივნის 14 წლამდელ კალათბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი, გაიმართა რომელშიც ფოთის „ირაომ“ თბილისის „ ჰიუნდაის“ უმასპინძლა, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა პირველი ნახევარი ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა მაგრამთამაშის ბოლოს უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და ანგარიში 59-ით 74-ი მოიგეს. ფოთის გუნდი „ირაო“   ფლეიოფში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

” რა? სად? როდის? ” ფოთში. 04 06 18

ფოთის მეორე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა რომელშიც ფოთის სკოლებიდან 11 გუნდი მონაწილეობდა, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად დამატებითი ტური გახდა საჭირო, სადაც ერთმანეთს ფოთის 1-ლი და მე5 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ გამარჯვებულის გამოვლენა მე-5 დამატებით კითხვაზე გახდა შესაძლებელი და ის ფოთის 1 საჯარო სკოლა გახდა. ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? 71 მუნიციპალიტეტში ჩატარდა საიდაც თითო გამარჯვებული გუნდი დასახელდა , ფინალური ტურნირი კი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ჩატარდება სადაც ფოთიდან 1 საჯარო სკოლა მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული თამაში სპორტისა და მეცნიერების სამნისტორს და საქართველოს რა სად როდის…

იხილე მეტი
სიახლე 

ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა ფოთში 04 06 18

კვირას 3 ივნისს, მდინარე კაპარჭაზე გაიმართა ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილებას იღებდნენ რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, დუშეთის და ფოთის ნაკრები გუნდები. ააიპ ქ. ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების კანოეს სასპორტო სკოლის ნიჩბოსნებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 2 პირველი , 4 – მეორე და 6 – მესამე ადგილი.ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა 2005 წლიდან იმართება

იხილე მეტი
სიახლე 

მომღერალ-მგალობელთა გუნდი “დიდგორი” ფოთში 04 06 18

ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში მგალობელ-მომღერალთა გუნდმა ,,დიდგორი“ კონცერტი გამართა, მასში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ იროდი ტიკარაძეს ხელმძღვანელობით. ღონისძიებას მერიის , საკრებულოს და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ანსამბლ დიდგორის ერთერთი წევრი ჩვენი თანაქალაქელი გივი აბესაძეა.  ღონისძიების დასასრულს მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ანსამბლ “დიდგორს” და ანსამბლის წევრს,ჩვენს თანაქალაქელს გივი აბესაძეს ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახელით მადლობის სიგელი გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ბავშვთა დაცვის დღე ფოთში 01 06 18

ფოთში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის ხეივანზე მდებარე კალათბურთის დარბაზში ღონისძიება გაიმართა სადაც ქალაქის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები იყვნენ ჩართული. სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი იქნა საგამოფენო სივრცეები, შესრულდა მუსიკალური ნომრები, ფოტოსესია, მომზადდა ხატვისა და ანიმატორთა პროგრამები.ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ქალაქის ბიბლიოთეკაშიც სადაც პატარებმა ლექსები, სიმღერები ქართული და უცხოური საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად, კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის შშმ ბავშვთა დღის ცენტრსა და ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრს ეწვია. მან აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღე, პირველი ივნისი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.…

იხილე მეტი