სიახლე 

დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევა ფოთში 02 06 18

ფოთსა და ხობში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევა. ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, დევნილის მოწმობის წარდგენის შემდეგ დაურუგდათ სხვადასხვა საჭირო მედიკამენტები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მოკრივეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს 01 06 18

ბულგარეთის ქ. ალბენაში კრივში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა , რომელშიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ფოთელებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფოთელი საბა ტყებუჩავა 44,5 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ხოლო მოკრივეს ირაკლი ჯანელიძემ კი 65 კგ.წონით კატეგორიაში არავის დაუთმო პირველობა და მეორე ოქროს მედალი შესძინა გუნდს. გამარჯვებულ სპორტსმენებს გულშემატკივრები თბილისის აეროპორტში დახვდნენ და ჩემპიონობა მიულოცეს.  სიურპრიზი ელოდა მშობლიურ მე-2 საჯარო სკოლაში საბა ტყებუჩავას. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.  ასევე საზეიმო დახვედრა ელოდა ირაკლი ჯანელიძეს მე-4 სკოლის სპორტდარბაზში. თანატოლებმა მას გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. საბას და ირაკლის ბოლოს კრივის დარბაზშიც…

იხილე მეტი
სიახლე 

შაბათს ფოთს ანსამბლი ,,დიდგორი” ესტუმრება 01 06 18

2 ივნისს 19 საათზე მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ ფოთში, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში, სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლა-ის მოსწავლეები. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს დაარსდა. ანსამბლ დიდგორის შემოქმედებითი პრინციპია: ძველი ხალხური სიმღერებისა და საარქივო ჩანაწერების მოძიება, წინაპართა საშემსრულებლო სტილისა და მანერის საფუძვლიანი შესწავლა და საკუთარი, დიდგორისეული, ხასიათის შექმნა. ანსამბლი ხშირად მართავს კონცერტებს დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დიდგორი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა.…

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ფოთში “ნუ მომკლავ” 01 06 18

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განაჩენთან დაკავშირებით ფოთში საპროტესტო აქცია – „ნუ მომკლავ“ დღესაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. მონაწილეთა განცხადებით აქცია აპოლიტიკურია და იგი სპონტანურად, სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 01 06 18

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ბლიც ტურნირი ,რომელშიც მონაწილეობა 40მდე მოჭადრაკემ მიიღო. ტურნირი  შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ადგილი  აკაკი ყალიჩავამ მოიპოვა მე- 2  დიანა ლომაია იყო  მე-3 კი  ნინო სოლომონია. გამარჯვებულები საჭადრაკო კლუბის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით , სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ .

იხილე მეტი
სიახლე 

საგამოფენო დარბაზში სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულების ნამუშევრები გამოიფინა 01 06 18

გუშინ ფოთის საგამოფენო დარბაზში ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები საღამო გაიმართა, სადაც 4 წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა , საღამოს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სახელოვნებო ცენტრის დირექტორი ნინო პაჭკორია ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

“ფოთის მოხალისე 2018” იწყება 01 06 18

ქალაქ ფოთის მერიის ინიციატივით ახალგაზრდული პროექტის ,, ფოთის მოხალისე 2018 “-ის განხორციელება დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მსურველებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა. პროექტ ,,ფოთის მოხალისე 2018”-ის ფარგლებში 14-29 წლამდე ახალგაზრდის 80 -მდე განაცხადია შემოტანილი.  მოხალისეები მონაწილეობას როგორც ქალაქის ასევე საკუთარი ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ ფუტკარი ფაროსანას წინააღმდეგ წამლობისას 01 06 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ქიმიური პრეპარატი მავნებელთან ერთად ზიანს ფუტკარსაც აყენებს. აჭარელი მეფუტკრე ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისი ოჯახის ტრადიცია. მან კარგად იცის, რომ არა მხოლოდ აზიური ფაროსანას არამედ ნებისმიერი მავნებლისა თუ დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური პრეპარატები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ფუტკარზე და საჭიროა მისი დაცვა.  სწორედ ამიტომ წამლობამდე მეფუტკრე ფერმერის გაფრთხილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.სპეცილისტების რეკომენდაციით,  ქიმიური წამლობისას და შემდეგ საჭიროა ფერმერებმა შეზღუდონ ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ.

იხილე მეტი
სიახლე 

“ნუ მომკლავ” აქცია ფოთში 31 05 18

,,ნუ მომკლავ”- ამ ლოზუნგით ფოთის დრამატული თეატრის წინ აქცია მოეწყო. საზოგადოების წარმომადგენლებმა ზაზა სალარიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

საკრებულო სხდომა 30 05 18

ფოთის საკრებულოს მე-13 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინრეობდა. დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიცის შორის, მერის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ანგარიშმა გამოიწვია. სადაც საუბარი იყო ქალაქში არსებულ უსახურ შენობა-ნაგებობებზე და აგრარულ ბაზარში გარევაჭრობის მოწესრიგებაზე.  სხდომაზე ნაციონალური მოძრაობისს წარმომადგენელმა დარეჯან ცხვიტარიამ, საკრებულოს წევრებს მარტოხელა, ორშვილიანი დედის ჯამრთელობის პრობლემა გააცნო. მისი თქმით მარტოხელა დედას თვალის გადაუდებელი ოპერაციისთვის 2 ათას 700 ლარი ესაჭიროება. მუნიციპალიტეტი კი მხოლოდ ათასი ლარით ეხმარება. დარეჯან ცხვიტარიამ შეაბამისი სამსახურებისგან ოპერაციის სრული თანხის დაფარვა მოითხოვა.  საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის რვავე საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცდა.

იხილე მეტი