სტუდია ვაშინგტონი 23 04 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, სამუშაობებს შპს „მაკრო კონტრაქსშენი“ აწარმოებს.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სათადარიგო მოედანზე უკვე დაეგო ახალი ხელოვნური საფარი და მოეწყო ტრიბუნები, რომელიც 150 მაყურებელზეა გათვლილი.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფინანსური ხარჯები 5 300 000 ლარს აღემატება.შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს 12 საათზე ცენტრალურ მოედანზე, „ფოთის კოლხეთი 1913“ სტუმრად თბილისის „სპაერს“ უმასპინძლებს.
იხილე მეტიდღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ მრავალპროფილურ კლინიკებში ტარდება, რომლებსაც რეანიმაციული განყოფილება აქვთ. ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. ამცრელი გუნდი დაკომპლექტებულია სამი ადამიანით – ექიმით, ექთანითა და რეგისტრატორით. თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად. გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც დაათვალიერა. განყოფილებაში არის უახლესი გერმანული წარმოების…
იხილე მეტიდღეს, ფოთში ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობის” ინიციატივით კუნძლის უბნის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ფოთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე აღინიშნება დედამიწის დღე. “ჩვენ ყოველწლიურად ვატარაებთ დასუფთავების აქციას, სადაც ფოთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მუდმივად აქტიურად არიან ჩართულნი, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან დღეს დედამიწის დღეა”- აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში “მწავნეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ ვიოლეტა კუციამ შეგახსენებთ, რომ დასუფთავების აქცია ფოთში ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს.
იხილე მეტისაქართველოში უკვე 162 დღეა, ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლები და ინფექციონისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, ის ძალაში თითქმის 6 თვის წინ, 9 ნოემბერს შევიდა. 21 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ,განხილვის ერთ-ერთი თემა კომენდანტის საათის მოხსნა იყო, რომელიც კვლავ ძალაში რჩება. აღდგოომის დღესასწაულთან დაკავშირებით კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერედა და ფოთელი მოსახლეობის ნაწილს ესაუბრა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, საკოორნიდაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა, ისინი მიიჩნევენ,რომ კომედანტის საათი არ უნდა მოიხსნას, მიზეზად ხალხმრავლობას ასახელებენ, რომელმაც შესაძლოა უფრო გაამძაფროს ქვეყანაში…
იხილე მეტიდღეს საქართველოში კორონა ვირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები ქვეყანაში ეპიდვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ რიგ რეგიონებში საჭირო გახდეს კარდაკარ თერმოსკრინინგი, რიგ ტერიტორიებზე კი ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა დაწესდეს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა და ვირუსული ინფექციის გავრცელების ტემპი შენელდეს. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 85 შემთხვევა გამოვლინდა…
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი2021 წლის 28 იანვარს გამართულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის , სამეგრელოს კალათბურთის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ ინიციატივა შევიდა. კომისიამ აღნიშნული საკითხი დადებითად ცნო. დღეს 21 აპრილს, 9 აპრილის ხეივანზე, მდებარე კალათბურთის დარბაზის შენობის ფასადზე,საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სპორტის ოსტატის, საკალათბურთო კლუბ ,,დინამო”-ს ვეტერანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფა განთავსდა. მოეწყო დაფის გახსნის ცერემონია და ფილმის ჩვენება, ,,როლანდ გარუჩავას ყოფილ მოსწავლეებსა და ახლანდელ, ახალი თაობებს შორის კალათბურთის თამაში’’ შეგახსნებთ რომ როლანდ გარუჩავა ,სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს…
იხილე მეტისაქართველოში, ბოლო 24 საათში,კორონავირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %-ია.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაძლოა გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების საკითხი დადგეს.როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ფართომასშტაბური შეზღუდვები არ იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს 21 აპრილს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭო შეიკრიბება, სადაც დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.~დღეს ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10…
იხილე მეტიდღევანდელი ,,კურსორის’’ სტუმარია : ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , დონეცკის ,,ვასილი სტუსის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის” პოლიტოლოგიისა და სახელმნწიფო მმართველობის კათედრის დოქტორანტი: ამირან ხევცურიანი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება
იხილე მეტი