თოქშოუ „თემა“ 13 10 20
არჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმარია პარტია “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”-ს თანათავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი ჯამბურია
იხილე მეტიარჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმარია პარტია “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”-ს თანათავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი ჯამბურია
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი, რომელმაც კორონავირუსის პირობებში სპორტული სკოლების ფუქნციონირებაზე, წარმოქმნილ პრობლემებზე და ინფრაასტუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
იხილე მეტიფოთში ივანე ჯავახიშვილის სახელობის მე-3 საჯარო სკოლის კიდევ ორ პედაგოგს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. სკოლაში პირველი შემთხვევა 9 ოქტომბერს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციისა და სამინისტროსთან შეთანხმებით მე-3 საჯარო სკოლა ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ფოთის რესურსცენტრის დირექტორის თქმით საბოლოო გადაწყვეტილება საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მე-3 საჯარო სკოლაში სულ 950 მოსწავლეა რეგისტრირებული და ყველა მოსწავლე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სწავლას. ფოთის დანარჩენ საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა ამ დროისათვის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილე მეტიფოთის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კურდღელიას განცხადებით, ამ ეტაპზე ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
იხილე მეტიფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 25 -ზე დადებითი პასუხია, ასევე 3 დადასტურებული შემთხვევაა, რომლებიც კვლევაში იყო დარჩენილი. აქედან 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 253 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 79 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.…
იხილე მეტიეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად „იუნისეფის“,“ გაეროს ბავშვთა ფონდისა“ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს დღეს ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ყველა შენობას ჩაუტარდა შესაბამისი დეზინფექცია და ბაღები ყველა საჭირო ინვენტარითა აღიჭურვა. “კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ზარანდია, რომელიც ფოთის ბაგა-ბაღებში არსებულ სიტუაციაზე და ჩატარებულ ღონისძიებებზე გვესაუბრება
იხილე მეტი“გირჩიდან” ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბორის ყურუას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე მისი კანდიდატურის დაყენებას მისი ოჯახის წევრის მისამართით მუქარები მოჰყვა. ბორის ყურუას თქმით , შპს “ტოპ გრუპს“, რომლის დირექტორიც მამამისია, მერიის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტით, ხელმძღვანელს კი დაჭერით ემუქრებიან. კანდიდატის განცხადებით მიუხედავად “ტოპ გრუპის“ მხრიდან არაერთგზის დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ ვადები გაეგრძელებინათ, მერიის მხრიდან უარი მოჰყვა. ფოთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და წერილობით გვიპასუხეს , ისინი აცხადებენ , რომ შპს “ტოპ გრუპი“ სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზე, 15 ივლისიდან აწარმოებდა , თუმცა სამუშაოები მიმდინარეოდა ხარვეზებით, უხარისხოდ,…
იხილე მეტითბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენლებმა დიანა ლომაიამ და აკაკი ყალიჩავამ მოიპოვეს
იხილე მეტიმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ბეჭან გუნავა-ქართული არჩევანის” მაჟორიტაობის კანდიდატი ,ადვოკატი ლევან მარტიაშვილი დღეს ახალ რაიონში დევნილებს შეხვდა და მათთან პარტიის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა, მისი თქმით განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ პაკეტებს დაეთმობა
იხილე მეტი