შრომის ევროპული სტანდარტი ქართულ კოდექსში
საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი 2010 წლის 17 დეკემბერს იქნა მიღებული და დღემდე მასში 14 ცვლილება განხორციელდა. როგორც კოდექსის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, იგი „აყალიბებს ლიბერალურ მიდგომებს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ რეგლამენტაციასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს კერძო ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა და ამ სფეროში მხარეთათვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება.“ თუმცა მოსალოდნელმა ცვლილებებმა აღნიშნული მიდგომის ერთგვარი რევიზირება უნდა მოახდინოს, სადაც დაწესდება დასაქმებულის შრომითი უფლებების საბაზისო სტანდარტები და გაიზრდება სახელმწიფოს როლი მისი უფლებების დაცვის კუთხით. 2014 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად,…
იხილე მეტი