სტუდია ვაშინგტონი 08 07 20
“სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა. სადაც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღებას, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, რისთვისაც ევროპული სტანდარტებით სამწლიანი პროგრამა აქვს შემუშავებული. ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ევროპული მოდელით ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად. აღნიშნული აქტივობები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში ტარდება.
იხილე მეტი“ყირიმ-კონგოს” ცხელებით ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წელს ეს ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით გარდაცვალების მე-4 შემთხვევაა. სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ, პრევენციის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავსსურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა დაბუნებრივ კეროვან ინფექციას წარმოადგენს. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. „ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას ვესაუბრეთ.
იხილე მეტი“ლაბორატორილი კვლევის ცენტრმა” ზღვის წყლის ნიმუშები აიღო. გია რუხაძეს ინფორმაციით, სანაპიროზე გავრცელებული წყალმცენარეების ზღვის წყალზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით ოთხი სხვადასხვა ადგილიდან სინჯები აიღეს. გამოკვლევები ჩატარდა, როგორც ქიმიურ ასევე ბაქტერიულ მაჩვენებლებზე. ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის თქმით, ზღვის წყალი უსაფრთხოა, წყალმცენარეები ბუნებრივი და არატოქსიკურია და ხარისხზე ზეგავლენას არ ახდენს.
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. 62 წლის ლანჩხუთელ და 43 წლის სამტრედიელ მამაკაცებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 102 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 14.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 337ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი””ამერიკის ხმისა” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი გადაცემა
იხილე მეტიკურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია სინოპტიკური სამმართველოს უფროსი რამაზ კინწურაშვილი რომელიც, ამინდის პროგნოზს გაგვაცნობს და ფოთელი მოსახლეობისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდაციებს გასცემს.
იხილე მეტიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით დევნილები გრანტებს მიიღებენ. როგორ შეუძლიათ გრანტის მიღება მოქალაქეებს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს, ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. სააგენტო შესაბამის ტექნიკა, დანადგარებს, ჯამში 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 105 პირი იმყოფება. 14 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში292 ნიმუში გამოიკვლიეს მათგან ერთი დადებითია, ის ტრაილერის მძღოლია, რომელიც რეგიონში რეისით იყო ჩამოსული. პისიარ კვლევის შედეგად მას კოვიდ 19 დაუდასტურდა ის შიდა ქართლიდანაა და აქვს უცხო ქვეყნის კვეთა, დანარჩენი ყველა უარყოფითია. დადასტურებულ შემთხვევას ზუგდიდში ერთი კონტაქტი ყავდა, რომელიც გადაყვანილია კარანტინზე, მიმდინარეობს დამატებითი გამოკვლევა კონტაქტებთან დაკავშირებით.
იხილე მეტიმაგდა პოპიაშვილი – ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში; Droa.ge გოჩა კურდღელია- ფოთის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლოსაბერიძე- ექსპერტი მასალა მომზადებულია ინტერნიუს-საქართველოსთან თანამშრომლობით, პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება
იხილე მეტი