„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ლევან რატიანი 09 06 20
„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი
იხილე მეტი„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი
იხილე მეტიფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 4 პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. ისინი ერთ-ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის შესაძლო კონტაქტებია. „აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით განხორციელდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 75 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 41 პირია თვითიზოლაციაში.
იხილე მეტიაღმაშენებლის ხიდთან, ე.წ. ზებრა გადასასვლელთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელის ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით „112-ის ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილი იქნა 69 წლის ქალი. ამჟამად IS მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფება და მიმდინარეობს კლინიკო ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
იხილე მეტიცნობილი გახდა რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება. სად ჩატარდება გამოცდები, როგორ მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის დაცვა, რამდენი გამოსაცდელი დაიშვება ერთ სივრცეში, როგორ მოხდება მეთვალყურეობა ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.
იხილე მეტიდღეს ფოთის ხელისუფლებასა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა, სადაც განხილულ იქნა ფოთში 9 აპრილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი. წარმოდგენილი იყო მუშა პროექტი, რომელზეც სხვადასხვა უწყებებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ყველა შესაბამისი დოკუმენტის შეთანხმების შემდეგ, ფოთში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული.
იხილე მეტიდღეს ფოთის შესასვლელთნ 700 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის უფროსს დათა შელეგიას გავესაუბრეთ.დათა შეგელიას განცხადებით დაზიანება კოროზიამ გამოიწვია.
იხილე მეტი”კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ნინო კურტანიძე , რომელიც რესტორნებში დრღისან მოხსნილ აკრძალვებზე და დადგენილ რეგულაციებზე გვესაუბრება
იხილე მეტიევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. დღეს ფოთის მერიის სააქტო დარბაზში ამ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კოორდინატორებმა დამსწრეებს გააცნეს საგრანტო კონკურსის მიზანი, მონაწილეების უფლებები თითოეულ პროექტზე 2 დან 5 ათას ევრომდე თანხაა გათვალისწინებული
იხილე მეტიდღეს საკრებულოს მე-9 (რიგგარეშე) სხდომა გაიმართა სადაც ერთი საკითხი განიხილეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროექტს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის #29/31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 9ივნისს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 ° +27°; ღამით: 20- 22 იქნება. 10ივნისს მოსალოდნელია ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 +26 ; ღამით: 20 +22
იხილე მეტი