ფოთში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება. ფოთის მერი გოჩა კურდღელია საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა. ამ ეტაპზე ფოთში, თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე იმყოფება. მათზე დაწესებული მონიტორინგის პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაეკისრა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს. მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩატარდა. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელიც პირველ ეტაპზე, ჩართულია ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის უფასო სასადილოში…
იხილე მეტი