სიახლე 

ამინდის პროგნოზი 03 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 4-თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7° +9° ; ღამით: +3° +5 °. 5 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +8° +10° ; ღამით: +6° +8° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში გრან-პრის გათამაშება გაიმართა 03 02 20

29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა გრან-პრის გათამაშება 8 და 10 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა 80-მდე მოჭადრაკე. 10 წლის მოჭადრაკეთა უმაღლეს ლიგაში საუკეთესო ბარბარე კულუა იყო, მეორე ადგილზე – გიორგი ფხაკაძე გავიდა, ხოლო მესამეზე თევდორე გონჩაროვი. 10 წლის მოჭადრაკეთა პირველი ლიგაში პირველობა არავის დაუთმო ნიკოლოზ ფაციამ, მეორე ადგილზე კი ნუნუკა ალანია გავიდა, გვანცა აფხაზავა კი მესამე ადგილს დასჯერდა. უმაღლესი ლიგის საგზურები ნიკოლოზ ფაციამ და ნუნუკა ალანიამ მოიპოვეს. 8 წლის მოჭადრაკეთა უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილი ნიკოლოზ ჩაჩავამ მოიპოვა მეორე და მესამე ადგილზე ალექსანდრე – თარგამაძე და ანდრეა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბიბლიოთეკის დარბაზში ლუკა კაზანჯის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 31 01 20

მსოფლიო ისტორია ერთ დიდ კოლხურ მუხას ჰგავს, რომლის პალეოკავკასიურ ფესვებს მედიტერიანული მდინარეების ატლატიდურ-დემურიულ-არიულ სათავეებთან მივყავართ- ასე იწყება ფოთელი ფილოსოფოსის ლეონიდ-ლუკა კაზანჯის წიგნი-„სინათლის ფიქრები და წყვდიადის გამოცანები“, რომლის პრეზენტაციაც დღეს ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში გაიმართა. – ატლანტური სიბრძნე – კოლხეთის, იბერიისა და ქალდეის კოსმიური ემისია – თეოგენიისა და კოსმოგენიის ურთიერთ მიმართება – ჭეშმარიტების ძიების მეთოდიკა – აღმოსავლური და დასავლური ფილოსოფია სწორედ ამ და სხვა საკითხებს ეძღვნება ახალგაზრდა ფოთელის ფილოსოფიურ-თეოლოგიურ-ოკულტური ძიებანი პრეზენტაციას „ფაზისის აკადემიის“ წევრები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ „ჩემი რწმენით ეს ნაშრომი დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს ზემოაღნიშნულ საკითხთა გარშემო გარკვეული სახის არგუმენტირებული…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მორიგი კონფერენცია გაიმართა 31 01 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში კონფერენცია. : „კლიმენტ ალექსანდრიელი – ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებელი“ გაიმართა. მასში ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები მონაწილეობდნენ კონფერენციაზე განიხილეს კლიმენტი ალექსანდრიელის ინტერ კულტურული შრომები. კლიმენტი ალექსანდრიელი ქრისტიანობაზე მოქცეული სწავლული, რომელიც კარგად იყო განსწავლული ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. როგორც მისი ნაშრომები მოწმობს, კლიმენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ელინისტურ ფილოსოფიას თეოლოგიაში. შეხვედრას პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტი გაფართოებას გეგმავს 31 01 20

ფოთის ნავსადგურის ოპერატორი კომპანია ეიპიემ Terminals-ი აცხადებს, რომ ახალი ნავმისადგომების 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან. ეიპიემ-ის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14 მეტრის ფარგლებში იქნება. თუმცა, ახალი ტერმინალის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებასა და APM-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. რა სახის შეხვედრა გაიმართა დავოსში ეიპიემის ხემძღვანელებსა და პრემიერ მინისტრს შორის , რამ განაპირობა გაფართოვების მოთხოვნა და რა იგეგმება. რომელი სახის ტვირთების მატებაა მოსალოდნელი. როგორია ეიპიემის ურთიერთობა მთავრობასთან, როგორია გადაზიდულ ტვირთებში ავტომობილების წილი. რას მოუტანს ამ პროექტის განხორციელება ქალაქს, ქვეყანას , რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ფოთის პორტი ანაკლიის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 31 01 20

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, დღეს 4-5 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ხვალ და ზეგ კი სიტუაცია შედარებით გამოსწორდება და ზღვაზე შტორმის სიმაღლე 3-4 ბალამდე შემცირდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალის ჩათვლით + 7 +9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს + 8 +10 გრადუსს ვარაუდობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჯარო კითხვის დღე გაიმართება 30 01 20

5 თებერვალს წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე “ ღონისძიებას, სახელწოდებით „სევდის ბაღს შევალ“, მართავს და ორგანიზატორთა განცხადებით ის ცნობილი ქართველი პოეტის, ბესიკის დაბადებიდან 270 წლის იუბილეს მიეძღვნება. ამასთან ერთად ლიტერატურული სალონი აგრძელებს რუბიკას ,,ეს ჩემგან“. მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ შეარჩიონ საყვარელი ლექსი თუ ფრაზა და ჩაწერონ ვიდეო, რომელიც როგორც „მეცხრე ტალღა“-ს ეთერში , ასევე სოციალურ ქსელებშიც განთავსდება. ლიტერატურული სალონ „გულის სამელნე“ -ს პროექტი „ეს ჩემგან“ უკვე მეორე წელია ხორციელდება და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა 30 01 20

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. თენგიზ ირემაძეს წიგნი – იოანე პეტრიწი, რომელიც ინგლისურიდან ბესიკ მაშავამ თარგმნა და ჰანს-გეორგ გადამერის – ყოფიერება-სული-ღმერთი რომელიც ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ გოგატიშვილმა. თენგიზ ირემაძეს დაფუძნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სერია საქართველოსა და გერმანიაში, არის 160-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, რომლებიც გამოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 30 01 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 31 იანვარს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7° +9° ; ღამით: +6° +8 °. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, სიჩქარით. 1 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7° +9° ; ღამით: +4° +6° იქნება. 2 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი ჰაერის ტემპერატურა დღისით +8° +1° ღამით +6° +8° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკის ხმა 30 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მოსმენა სენატში გრძელდება. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მათთვის მიცემულ დროში უკვე წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები. ორივე მხარის წარომადგენელთან შეკითხვები ჰქონდათ სენატორებს. ეს პროცედურის სტანდარტული ნაწილია. სენატორებს დამატებითი ინფორმაციისა და არგუმენტების მისაღებად შეუძლიათ კითხვით მიმართონ როგორც ბრალდების ისე, დაცვის მხარეს. ახლა საიმპიჩმენტო ვნებათაღელვის ეპიცენტრში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონია. გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის ახალ წიგნში, ჯონ ბოლტონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მართლაც შეუჩერა უკრაინას…

იხილე მეტი