ფოთში 2019 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ 02 01 20
30 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი ბექა გუგუშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. 2019 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი 20 წლის გოგონათა შორის, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის პრიზიორი, 2020 წლის საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ნონა გაფრინდაშვილის თასის B ღია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის, მაია ჩიბურდანიძის თასზე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა…
იხილე მეტი