ფოთელი სამბისტის წარმატება 13 11 19
ფოთელი სამბისტი გივი ნადარეიშვილი კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
იხილე მეტიფოთელი სამბისტი გივი ნადარეიშვილი კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
იხილე მეტიინდოეთში ქალაქ პუნაში . ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი უცხოური მაყურებელისა და პროფესიული საზოგადოების წინაშე თოჯინური სპექტაკლით ,,ფიროსმანი” წარდგა. თოჯინურ სპექტაკლში გაცოცხლებულია დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. მარტოსული მხატვრის გენია ებრძვის სიდუხჭირეს, უყურადღებობას და იმარჯვებს სიყვარულში, იმ მარადიულ სიყვარულში, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაზე არ არის. სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 13 ნოემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18° +20° ; ღამით: +10° +12°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. 14 ნოემბერს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18° +20° ; ღამით: +9° +11° იქნება.
იხილე მეტისამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთნ ერთად რიგით მეორე გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ: ფონდ „ბილივის“ პროექტების მენეჯერი, გვანცა გვაძაბია; ფონდ „ქველმოქმედი 2015“-ის დამფუძნებელი ია გორგოტაძე და „პროექტ ახალგაზრდების იდეა ფოთს“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, შაკო სარდალიშვილი. მათ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების საკითხებზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მისცენ საშუალება განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა დღეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის…
იხილე მეტიდღეს, ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლებლებს ესტუმრნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს და სადილით გაუმასპინძლდნენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნოდარ კორსანტიას განცხდებით, მათი მიზანია ხელი შეუწყონ და წაახალისონ ის მშენებლები, რომლებიც სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულნი. ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და 2 საცურაო აუზის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რომელიც 350 ადამიანზეა გათვლილი.
იხილე მეტიფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა ტურნირი „ფოთი 2019“, სადაც ფოთის რეიტინგიანი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ტურებში, ბათუმში და ბაღდათში კლუბ „ნანას“ გასვლითი მატჩებისადმი მომზადებას. აღსანიშნავია, რომ 20 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში წარმატების შემდეგ, ელენე წოწონავა არნაკლები შემართებით ჩაება ფოთში მიმდინარე ტურნირში და ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში გამარჯვებაც მოიპოვა. ამით ელენე ფოთის საჭადრაკო სკოლის მეორე მოსწავლე გახდა, რომელმაც შეძლო ფიდეს ოსტატის წოდების მოპოვება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით (ქულათა 65%), ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოსწავლემ, დიანა ლომაიამ ქალთა ფიდეს ოსტატის…
იხილე მეტიზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს: ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა , ხოლო ამავე საქმეში ბრალდებულ 7 პირს კი გირაო შეუფარდა. ირაკლი კაკულიას ადვოკატის განცხადებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს მან 170 ათასი ლარი აიღო, არ არსებობს მტკიცებულება. მისივე თქმით, ერთადერთი რაზეც მას ედავებიან არის ის , რომ 4 მილიონიანი ტენდერიდან 18 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ფოთელების შეფასება მაღალი თანამდებობების პირთა დაკავების შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა მოქალაქეთა უმეტესობა აზრის კამერასთან დაფიქსირებას ერიდება. შეგახსენებთ რომ…
იხილე მეტიმეცხრე ტალღის პირდაპირ ეთერშია „ეს ქვეყანა შენია“, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან ერთად გთავაზობთ. პროექტის ფარგლებში რიგით მეორე გადაცემაა. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან: ფონდ „ბილივის“ პროექტების მენეჯერი, გვანცა გვაძაბია; ფონდ „ქველმოქმედი 2015“-ის დამფუძნებელი, ია გორგოტაძე და „პროექტ ახალგაზრდების იდეა ფოთს“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვალელი, შაკო სარდალიშვილი.
იხილე მეტი„ეს ქვეყანა შენია“ გაიზიარე პასუხისმგებლობა დღეს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, იმ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ვესტუმრეთ, რომლებიც ახალგაზრდა თაობის განვითრებაზე, მათი ცნობიერების ამაღლებაზე და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაზე ზრუნავენ.
იხილე მეტიგავრცელებული ინფორმაციით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია სამართალდამცველებმა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული არიან მერის ყოფილი მოადგილეები, ლევან ჩოჩია და ნიკოლოზ გრიგოლია.ასევე მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა. “გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439…
იხილე მეტი