სიახლე 

2023 წლიდან მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება 11 05 21

ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლოებას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლება, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და “საქმიან ეზოებში” განთავსებას. შეგახსენებთ,რომ 2023 წლიდა მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 21 შემთხვევა დაფიქსირდა 11 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახლა პიკში ვართ და არც ეპიდემიოლოგიურად არ არის განმართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს. დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრადაა…

იხილე მეტი
სიახლე 

ნილა მელია თავისუფალია 11 05 21

23 თებერალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილის რვის ნახევრისთვის გამოჩნდნენ, თავდაპირველად ნიკა მელიას ჩაბარებისკენ მოუწოდეს,რისთვისაც ნახევარი საათი მისცეს. დროის ამოწურვის შემდეგ კი. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების  წინააღმდეგობის გაწევის  მიუხედავად,  სამართალდამცავებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე’’ ნიკანორ მელია დააპატიმრეს. რამდენჯერმე გადადებული სასამართლო პროცესების ,შარლ მიშელის წერილისა და ამნისტიის შესახებ კანონის შემდეგ,  მელიამ საპატიმრო, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე დატოვა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციური პარტიების ,ფოთელ ლიდერებს დავუკავშირდით. როგორც ისინი აღნიშნავენ მელიას გათავისუფლება ოპოზიციის გამარჯვებაა. პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.…

იხილე მეტი
სიახლე 

13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება 11 05 21

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნინო ეფხოშვილის განცხადებით სკოლებში მატერიალური ჟურნალები აღარ იქნება, შეფასებები ელექტრონული ჟურნალების საშუალებით იწარმოებს. 13მაისიდან კი უქმე დღეები სრულდება.განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.  გოჩა ქორქიას განცხადებით განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ამ დროისთვის პედაგოგთა კორონა ვირუსზე ვაქცინაციისა და ტესტირების პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ ეპიდვითარების გათვალისწინებით ეპიდემიოლოგებთან ერთად,გადაწყდება სწავლის განახლების საკითხი  „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში„ნამახვანჰესის მშენებლობის„ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა 10 05 21

დღეს 15 საათზე, ფოთში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე,ნამახვანჰესის მშენებლობის, საწინააღმდეგო აქცია გაიმართა,მონაწილეთა განცხადებით,ისინი ,,რიონის ხეობის მცველებს’’ მხარდაჭერას უცხადებენ და მშენებლობას აპროტესტებენ. აქციისს ერთ-ერთი ორგანიზატორი,,,რიონის მცველი’’ ვარლამ გოლეთიანი გახლდათ,რომელმაც აღნიშნა,რომ მოსახლეობის დიდი სურვილია ყველა იყოს ინფორმირებული ნამახვანჰესთან დაკავშირებით და კომუნიკაციის პრობლემის გამო,საინფორმაციო შეხვედრა ყველა ქალაქში უნდა შედგეს,სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი აქცია-პერფორმანსი ფოთში. შეგახსენებთ,რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ჰესის მშენებლობაზე 3-დან 5 წლამდე მორატორიუმის გამოცხადებასა და საზოგადოების ფართო ჩართულობით ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვენ. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ აქციები პერმამენტული ხასიათისაა და 23 მაისს მასშტაბური შეხვედრა თბილისში იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 10 05 21

11-12 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.ფოთში სამშაბათს 11 მაისს +12 ° +14 °  დღისით, ხოლო ღამით +8 ° +10 ° : დღე უნალექოდ ჩაივლის.ოთხშაბათს 12 მაისს  ჰაერის ტემპერატურა, დღისით: : +15 ° +17 °,ხოლო ღამით  +10 +12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.  ძირითადად უნალექო დღე გველოდება.ხუთშაბათს 13 მაისს ჰაერის ტემპერატურა  დღისით +23 +25 გრადუსი იქნება,ხოლო ღამით  +18 +20 გრადუსამდე დათბება. უნალექო მზიანი დღე გველოდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რუსთაველის რკალს და დავით აღმაშენებლის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 05 21

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”ს ფარგლებში ფოთში რუსთაველის რკალს და დავით აღმაშენებლის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, გამოვლინდება რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალაქის დღე აღინიშნა10 05 21

კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, ტრადიციის თანახმად ქალაქის დღე აღინიშნება. კვირაცხოვლობის საზეიმო წირვა ,ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება ,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერს, კესო გელენიძეს და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა გაგუას მიანიჭა. ფოთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს, პრემია ,,ფაზისი“ გადაეცა. სიგელების გადაცემა საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID 19 – ს 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 05 21

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მიმდინარე კვირაში, საქართველოში შესაძლოა დამატებით 40-მდე იმუნიზაციის კაბინეტი გაიხსნას. კაბინეტების დამატებით, შესაძლებელი გახდება მაისში დაახლოებით 55 000 ადამიანი აიცრას. ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძეს თქმით უქმე დღეების მიუხედავად მობილობა შემცირებული არ არის და ,,დანის პირზე გავდივარ’’, რომ არ მივიღოთ ძლიერი…

იხილე მეტი